😈"ის" დაბრუნდა😈

416 23 48
                                    

1 საათის შემდეგ-კომპანია-საკომფერენციო დარბაზი.

საკომფერენციო დარბაზში საკმაოდ ბევრ ცნობილ თუ არაცნობილ სახეს მოეყარა თავი, ოთახში მხოლოდ ვეებერთელა საათის ისრების წიკწიკის ხმას გაიგონებდით. სახეზე ყველას გაკვირვება და აღშფოთება ეხატა... რაც ანასთან პარტნიორობა ან საქმიანი ურთიერთობა წამოიწყეს, ანას ერთხელ წამითაც კი არ დაუგვიანია, პირიქით დროზე ადრე მიდიოდა ხოლმე. ეს კი საკმაოდ საეჭვო სიტუაცია გახლდათ... ყოველ წუთს საათზე იხედებოდნენ და ერთმანეთს გაკვირვებულები შესცქეროდნენ. ყველა ღელავდა, ზოგი იმდენად იყო დამოკიდებული ანაზე რომ მას რომ რაიმე დამართნდოდა უთუოდ თავის მოკვლაზე უნდა ეფიქრათ. მხოლოდ 3 ჯერ-ჯერობით გაურკვეველი ადმიანი იჯდნენ არხეინად და სიტუაციას აკვირდებოდნენ, თვალებს უმისამართოდ აცეცებდნენ. დერეფანში ადვილად შეამჩნევდით მორბენალ თანამშრომლებს და მდივნებს რომლებიც ამაოდ ცდილობდნენ ანასთან დაკავშირებას, რა თქმა უნდა ვერც დაუკავშირდებოდნენ მათ ხომ მომხდარზე და ანას ტელეფონის ტრაგედიაზე არაფერი იცოდნენ. ადგილზე არც ჯინი იყო და არც ჩვენი შეშლილი ჯეინი, ანამ ორივე, საქმეზე ჩინეთში გაგზავნა, ბოლოს ერთ ჭკვიანს ის მოაგონდა რომ ევასთვის დაერეკათ... ამ აზრმა გაჭრა, ევა აქვე ახლოს იყო, ისიც ანას დავალებით საქმეს იძიებდა, როცა მომხდარი გაიგო გიჟივით გამოვარდა, შესასვლელში ორჯერ მიარტყა ფეხი გამსვლელ და შემომსვლელ კარის მოაჯირს, არც ლიფტს დაელოდა 10-ე სართულზე კისრისტეხით ავარდა... შესვლისას 5 თანამშრომელი ერთად მივარდა და სიტუაციის აღწერა ერთხმად დაუწყეს, იქეთ სხვები ყაყანებდნენ, ყელში ამოსულმა ბოლო ხმაზე დაიღრიალა და ერთხმად ყველა გააჩუმა;

- რა ჯანდაბაა? რა გჭირთ? თავი ჯუნგლებში მგონია,ისე მოიქეცით როგორც შეგეფერებათ და როგორც ანასთან იქცევით. არ ვიცით რა ხდება და რა მდგომარეობა,ასერომ წყნარად მშვიდად და ურთიერთ შეთანხმებულად იმოქედეთ. გასაგებია?! - ყვირილისგან სახე სულ გაწითლებული ჰონდა- გასაგებია თქო?!

Wound Cut🔞Where stories live. Discover now