1

152 17 15
                                    

განსხვავებულია, იდუმალიც კი. სხვებს არ ჰგავს. მდიდარია, მაგრამ უბრალო. დიდი, ბაჯბაჯა ფლოსტები, ჰუდები და დათვური შარვლები ურჩევნია მდიდრულ, კლასიკურ ლუქს. ხელოვნება სულ თან დაჰყვება, ან შეიძლება ითქვას, ბიჭი დაჰყვება მას ცხოვრების ყველა ნაბიჯზე. ნახატებს ისე უცქერის, თითქოს, სულ სხვანაირად აღიქვამს მათ იდუმალებას. ბერეტი აქვს ამოჩემებული, რომელიც მის განუყრელ ნაწილად ქცეულა. ყავისფერი მანტო მის საოცარ ფორმებს არ გამოკვეთს, მაგრამ მაინც მეტად მიმზიდველს ხდის.

თვალები ნავს მიუგავს, მასში კი, როგორც წყალში, ღამის ვარსკვლალები, ისე ირეკლება ყველაფერი. ძაღლი ჰყავს, რომელიც სულაც არ იყო ძალიან ჯანმრთელი, ოჯახის წევრად როცა მიიღო. პატარა მცენარე აქვს, რომელიც ბავშვივით უყვარს და რომლის არსებობაც ზედმეტად უხარია.

მას ყველაფერი უყვარს-მზე, ბალახი, თოვლი, წვიმა, ყველა არსება, ყველა საგანი და ყველა დეტალი.

რა თქმა უნდა, ასეთი კლასიკა მხოლოდ და მხოლოდ ბალერინას თუ შეეფერება.

_______________

"ერთი ორი სამი. ერთი ორი სამი. ერთი ორი სამი. დაითვალეთ გოგონებო, მეტი სიზუსტე. შეეცადეთ რომ მეტად დაიცვათ წონასწორობა. თქვენ ჩიტის ბუმბული ხართ, რომელიც დანამულ მიწაზე ისე უნდა დაეცეს რომ თითქმის არც კი შეეხოს მას." ცნობილი ბალეტის მასწავლებელი იდგა მათ წინ. მხოლოდ მასწავლებელი არა, თვით ხელოვანი. თვით ხელოვნების ნიმუში, სრულყოფილება, იდუმალება და ვარდი. დიახ, ვარდი.
ეკლიანი ვარდი.

კიმ თეჰიონი, ცნობილი იყო ხალხში. არ არსებობდა წამი რომ მასზე ახალი რამე არ გაგეგოთ. თუნდაც ჭორი, რომელიც ასე ხშირად დადიოდა ქალაქის კუთხეებში და ხალხს ატყუებდა.

დიახ, პოპულარული ლამაზმანი. რომელსაც მოსწონდა საღამოობით ჩაის დალევა და ფანჯარასთან ჯდომა. აჰ, მაინც როგორი ესთეთიკური იყო კიმ თეჰიონი. როგორი ნამდვილი, სასურველი მამაკაცი.
ნეტავ გენახათ, როგორ იკრიბებოდა პარიზის მთავარ ქუჩასთან ხალხი და ერთ შენობას აკვირდებოდა.
რომელშიც იმ წამს კიმ თეჰიონი მოსწავლეებს ავარჯიშებდა.

BALLERINA | TAEKOOK.Where stories live. Discover now