2

89 19 7
                                    

"კვლავ გაიმეორეთ! არ კმარა!" გამწარებული იჯდა თეჰიონი თავის სკამზე და მოსწავლეებს იმაზე მეტად ამეცადინებდა, ვიდრე ამას საჭიროება მოითხოვდა. თუმცა, რომელი მასწავლებელი არ ინერვიულებდა ერთი თვით ადრე ფესტივალამდე.
თეჰიონი იმ რიცხვში შედიოდა, რომლებთაც უყვარდათ იდეალურობა.
ერთი ნაკლი რომ მაინც დაენახა, წამში ის ნაკლი უკვე აღარ უნდა ყოფილიყო.
ბევრჯერ ყოფილა ისეთი შემთხვევა როდესაც ერთ მოსწავლეს მოძრაობა შეშლია და ჯგუფიდან გაუგდია.
თუ ვარჯიშის დროს შეეშლებოდა, ეს არაფერი, ყველას მოსდის.
თუმცა თუ ეს იმ მნიშვნელოვან წუთს მოხდებოდა, მეორე დღეს მასთან მისვლის უფლება აღარ ჰქონდა.

თეჰიონი ასე ფიქრობდა, მასწავლებლის ვალდებულება იყო ის რომ მოსწავლისათვის ესწავლებინა ის რაც მან იცოდა. ხოლო ეს ყველაფერი მოსწავლეს მალე აეთვისა. თუ ის არ მეცადინეობს და თვითონ მასწავლებლის გაცემულ ცოდნას არაფრად არ აგდებს, ის მასთან ახლოს მისაშვები აღარ არის. მორჩა.

დიახ, თეჰიონი შეშლილი იყო იდეალურობაზე. რადგან ეს მის რეპუტაციაზე ყველაზე მეტად მოქმედებდა. თუმცა რატომ არ უნდა ყოფილიყო? ის ყველაზე მოთხოვნადი ბალეტის მასწავლებელია, რომელსაც მრავალ ქვეყანაში აქვს სახელი განთქმული თავისი დიდებული ხელოვნების ნიჭით და მოპყრობით. თუმცა ერთ საქმეში კონკურენტი აუცილებლად მოიძებნება.
თეჰიონს ვერავინ ვერასდროს ვერ შეედრებოდა და შეედრება იმ საქმეში რაც მას ეკუთვნის.
მის დონემდე რა თქმა უნდა ვერავინ ვერ მივა, თუმცა არსებობს ადამიანი რომელიც უკვე უახლოვდება თეჰიონის ადგილს, მწვერვალს.

თეჰიონს ეს ადარდებს თუ არა? ადამიანი რომელიც მის რეპუტაციას ბოლომდე იცავს, ეს არ ადარდებს.
თუ ის ადამიანი მასზე ნიჭიერი აღმოჩნდა, რატომ არ უნდა მისცეს მაშინ იმის უფლება რომ განსაკუთრებული და შესაფერისი ადგილი დაიკავოს?

იმედგაცრუება შენს საქმეში ეს ყველაზე დიდი ტკივილი და ცუდი გრძნობაა, რასაც ადამიანი ნებისმიერ დროს გამოცდის.
თუნდაც იმ მაღალ წრეს ეკუთვნოდე, რომელსაც ყველაფერი შეუძლია. ფული? ფული ხომ არაფერია ამ ცხოვრებაში. ხალხი უბრალოდ ფიქრობს რომ ფულით ყველაფერია შესაძლებელი. არა. ეს ასე არ არის. ფული უბრალოდ ქაღალდია, რომელსაც დაწვავ, დახევ, დაასველებ. უვარგისს გახდი. მთავარია გვერდით გყავდეს ადამიანი რომელიც დაგეხმარება, თორემ დანარჩენი ყველაფერი უკვე მეორე ხარისხოვანია.

BALLERINA | TAEKOOK.Место, где живут истории. Откройте их для себя