Iთავი

66 6 0
                                    

მიწაზე მოფარფატე ფოთოლი ხელში ავიღე, სულ წითელი იყო, ჩემსავით. გადავწყვიტე, რომ საგულდაგულოდ შემენახა, რადგან მისი ყურება თითქოსდა მამშვიდებდა და თან მასევდიანებდა. დიდი ფოთოლი, რომელიც ხელის გულზე მედო ჭკნებოდა, ზუსტად ისე, როგორც მე. ღრმად ამოვისუნთქე და მრავალსართულიან შენობას მოვშორდი. მომინდა სახლში მისვლამდე პატარა ბაღში გამეარა და ასეც მოვიქეცი, გრძელი სკამიდან ყვითელი ფოთლები გადავყარე და მათი ადგილი ახლა მე დავიკავე. ძალიან მიყვარს აქაურობა, განსაკუთრებით წლის ამ დროს, შემოდგომას. თან ჩემი წითელი თმები შეეფერება ნახევრად მომჭკნარ, ყვითელ, წითელ და სტაფილოსფერ ფოთლებს. განსაკუთრებით კი წითელს. ჩემი დღიური ჩანთიდან ამოვიღე, შიგნით ცოტა ხნის წინ მიწიდან ანაღები წითელი ფოთოლი ჩავდე და იქვე წერა დავიწყე. ძალიან გამიტაცა დღიურის შევსებამ და ვერც კი შევამჩნიე დროის გასვლა, უკვე ექვსი დაწყებულიყო.

-როგორი ლამაზია. - გავიგე უცნობი ხმა და გაკვირვებულმა პასუხის გაცემა ვერ მოვახერხე. - ამმ... მე ამაზე ვიგულისხმე - თქვა და თვალი ბაღს გადაავლო. - ალბათ დამეთანხმები რომ ლამაზია, თან ეს ფოთლები... - აგრძელებდა უცნობი საუბარს. არ ვაპირებდი მასთან გამოლაპარაკებას, მაგრამ ახლა რატომაც არა?!

-კი, ნამდვილად ლამაზია. - დავეთანხმე აღტაცებულმა. - მე...- მინდოდა ჩემი შეგრძნებები და შთაბეჭდილებები ამეღწერა ამ ხედის შემხედვარე, მაგრამ უცნობმა გამაწყვეტია.

-როგორც პროფესიონალი ფოტოგრაფი გეუბნებით, რომ ამ ფონზე მშვენიერი ფოტოები გამოგივიდოდათ. - მითხრა და ბაღს კიდევ ერთხელ მოავლო თვალი თავის ნათქვამში დასარწმუნებლად.

-ბევრჯერ მიცდია, მაგრამ ჩემგან კარგი ფოტოგრაფი ნამდვილად არ დადგება. - ვუპასუხე და ხელები განაწყენებულმა გადავაჯვარედინე.

-რა იცი, იქნებ ერთ დღეს მომინდეს და მე გადაგიღო. - მითხრა მან ისე, რომ არც კი გამოუხედავს ჩემსკენ. ვეღარაფერი ვუპასუხე, ან რა უნდა მეპასუხა. ის მალევე ადგა და ბაღის გასასვლელისკენ წავიდა, მალევე თვალს მიეფარა. მეც გადავწყვიტე მოვწყვეტილიყავი ამ შესანიშნავ სანახაობას და სახლში დავბრუნებულიყავი.

The Last LeafWhere stories live. Discover now