Fairygirl_97

ვატპადი რას დაემსგავსა. ეს ნარინჯისფერზე ვარდისფერი რა უბედურებააა. მეტი გასაკეთებელი ვერაფერი ნახეს ამ აპში, დიზაინი რომ არ შეეცვალათ?! საყვარლები

Fairygirl_97

ვატპადი რას დაემსგავსა. ეს ნარინჯისფერზე ვარდისფერი რა უბედურებააა. მეტი გასაკეთებელი ვერაფერი ნახეს ამ აპში, დიზაინი რომ არ შეეცვალათ?! საყვარლები

Fairygirl_97

საღამო მშვიდობის. 
          გაცნობებთ, რომ ფიქციები, " famous in love" და "ერთი მეორედი" დრაფტებში გადავიტანე განუსაზღვრელი დროით. როგორც კი მოვახერხებ, გადავხედავ, რა თქმა უნდა, თუ თვალები არ დამეფსო და რედაქტირებას დაექვემდებარა ისინი, აწ უკვე განახლებული ვარიანტით დავაბრუნებ.
          რედაქტირება შეეხება ყველა ნაწერს, ნელ-ნელა გადავიტან ფიქციებს დრაფტებში. ვანშოთებს არა. მაგათ ისედაც უცებ ჩავასწორებ ან სულ გავაქრობ.
          
          კომენტარებს რომ გადავხედე, ძალიან გამითბა გული. მაგათი ნახევარი სად ჯანდაბაში დაიკარგეთ? 
          
          ბაი!

KatherineMoor5

@Fairygirl_97 რამე წმინდა დატოვე!
Reply

Fairygirl_97

@KatherineMoor5 ჰუჰ, ერთი ეგენი იყო წმინდა და მეორე ქართველებს არ გვიჭირს ტვინში
Reply

Fairygirl_97

რავარი საცემები ხართ ოცდაშვიდივე ეგ ქრინჯი ვანშოთი რომ წაიკითხეთ...
          ტუტუცებო, მთელი წელი ვწერე ბოლო ფიქცია და ამ დროის მანძილზე არ ყოფილხართ მაგდენი ერთი თავის ვოუთებში.
          
          პ.ს. მაგრამ მაინც გულს ახარებთ

LalTs00

@Fairygirl_97 ახლა Შემოვედი რო წამეკიᲗხა და ანუ არ წავიკიᲗხო მცემ? 
Reply

Fairygirl_97

@LalTs00 თუ ჯონგუკის სიტუტუცე გჭირდება ამ წამს (და მე დარწმუნებული ვარ, რომ გჭირდება), წაიკითხე... ცემის საკითხი მერე განვიხილოთ(>ᴗ•) !
Reply

Fairygirl_97

ძალიან ვარ გაბრაზებული, მაგრამ უფრო ნაწყენი. ვანილი ვერ გავიხსენე და ყვითელი ყვავილი რომაა, მაგითაა ნაყინითქო. შენ ვანილი და ყვითელი ყვავილი ვერ გაგირჩევია, ვერ აზროვნებ საერთოდ, სტიპენდიას რაში იღებო. 
          
          პატარა ბავშვივით მომივიდა გული, ლამის იქვე ავტირდი და ახლაც მეტირება. რანაირად არ მივაქციო ყურადღება მსგავს რაღაცას, ვერ ვსწავლობ. 
          
          სხვისი შეურაცხყოფა არასდროს, არასდროს, არასდროს აქცევს ადამიანს ვინმეზე უკეთესად.

KatherineMoor5

@Fairygirl_97 მოდი ჩემთან პატარა ვ
Reply

KatherineMoor5

@Fairygirl_97 გინდა ვცემო? დაბადებას ვაწყევლინებ
Reply

Fairygirl_97

@KatherineMoor5 არა, მე ჩამეხუტე
Reply

Fairygirl_97

რომ შემეძლოს ფიქციას კომენტარის დაწერის გარეშე ვერ წაიკითხავდით!
          სულ რომ არ წაიკითხოთ, გული არ დამწყდება ისე, როგორც მაშინ, ერთი კინკილა კომენტარის დაწერა რომ არ გინდათ.
          
          მე რომ ფიქციების კითხვა დავიწყე, კომენტარებს არ ვწერდი, რადგან იქ სხვა მკითხველის მწერლისგან უპასუხოდ დარჩენილი ბევრი კომი იყო და არ მინდოდა მეც დავეიგნორებინე ჩემს აზრთან ერთად ნაწერის ავტორს. მერე კატერინას ფიქციებზე დავიწყე კომენტარების წერა, რადგან მასსა და მკითხველს შორის ურთიერთსასარგებლო კომუნიკაცია შევნიშნე და სურვილი გამიჩნდა, ავტორისგან თხოვნა აზრის დაფიქსირებასთან დაკავშირებით გამეთვალისწინებინა. რეალურად ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომაც ვპასუხობ ყველა ჩემს ნაწერზე დატოვებულ კომენტარს, არის ის რომ თქვენ იგრძნოთ თავი იმდენად კარგად, მომდევნო ფიქციაზე აზრის დაფიქსირებაზე თავი არ შეიკავოთ და ჩემთან დაამყაროთ სასიამოვნო კომუნიკაცია. ეს უკანასკნელი კი ელემენტარულია, რის მიღებასაც ფიქციის ატვირთვის სანაცვლოდ ვიღებ. 
          
          ძნელია რამე?!
          
          

KatherineMoor5

@Fairygirl_97 შენ ხარ ჩემი უპირობო სიყვარული 
Reply

KatherineMoor5

@Fairygirl_97 მე რომ მაგას ვამბობდი სასაცილოდ არ ყოფნიდან ზოგიერთს. მაგათ არ ეღირსოთ კომენტარები! 
            
             ზოგი მკითხველი შემაწუხებლად იდიოტურ კომენტარს რომ წერდა იმაზეც კი ვპასუხობდი, რადგან მე თვითონ ვითხოვდი კომენტარებს. ახლა? ჩაკვდნენ! გაყვნენ რიონს. მთვრალი ვარ ისევ 
Reply

Fairygirl_97

@KatherineMoor5 ჩვენშია პრობლემა, ალბათ. მოდიდან გადავიდა ეს აპლიკაციაც და ჩვენც მოვბეზრდით. გაშვება უნდა ვისწავლოთ.
            
            თუ გსიამოვნებს, დალიე
            
            
Reply

Fairygirl_97

ყველაფერი ისევ ჩაკვდა. ოღონდ არ თქვათ, გელანდებაო. 
          ზოგადად ასეა, ადამიანები მალე ვიბეზრებთ ერთმანეთსაც და სხვა რაღაცებსაც. ერთი-ორი დღის წინ ვფიქრობდი, რომ საკუთარმა წარსულმა გამოცდილებებმა გამომიმუშავა ისეთი შეხედულება, რომელიც ახალი ადამიანის გაცნობისთანავე პირველ რიგში მაფიქრებინებს იმას, რომ ამ ვიღაცას ჩემს მომავალში ადგილი არ ექნება. საკუთარ თავს განვაწყობ ასე პესიმისტურად და ეს ცუდია, ალბათ, ეგ გავლენას ახდენს მერე ჩემზე და ამიტომაა, ურთიერთობებს რომ არ ვეკიდები იმაზე სერიოზულად, ვიდრე ეს საჭიროა დროებითი ნაცნობობისთვის. ვწუხვარ ამის გამო. თუმცა რომ ვწუხდე, შევიცვლებოდი. უბრალოდ თავს ვერ ვერევი და, ალბათ, არც იმაზე ვიდარდებ, სულ მარტო თუ დავრჩები. 
          
          ხო, გუშინ ურცხვად ვუხსნიდი ამ ყველაფერს ჩემს მეგობარს. ჩემი მისგან გაქრობების უამრავი ჩავლილი სერია და უამრავიც სამომავლო ასე უნამუსოდ "გავამართლე". რომ იცოდეთ, ეს ადამიანი პირველი არ იყო, ვისთანაც ჩემი ეს საზიზღარი მხარე "შენი ბრალი არაა, მე ვქრები, რადგან ასეთი ვარ" ფრაზით ავხსენი. 
          
          პ.ს. გამოცდები მეწყება ორ დღეში და ყველა აუტანლობა ახლა მეტაკა, გეგონება უკეთესი დრო არ არსებობდა.

KatherineMoor5

@Fairygirl_97 ჩემი ახალი ფიქი წაიკითხო ჯობია. და რეალური თუ გინდა რამე მომწერო
Reply

Fairygirl_97

@KatherineMoor5 რეალური ვარ ძალიან
Reply

Fairygirl_97

დღეს მაო ოცი წლის უნდა გამხდარიყო. 
          
          სიზმარშიც ვეღარ ვხედავ. დაიკარგა.
          ახლაც ვერ მოვდივარ აზრზე, რანაირად აღარ არის ცოცხალი, თითქოს გუშინ იყო ის დღე, რომ იცინოდა.
          
          

KatherineMoor5

@Fairygirl_97 კუ, დროა გაუშვა. მაოს მერე ისეთი დეპრესიული გახდი ..
Reply

Fairygirl_97

@KatherineMoor5 ახლა სხვანაირადააა
Reply

Fairygirl_97

გამორთვის ღილაკი რომ მქონდეს, ცოტა ხნით თავს გამოვირთავდი!
          

maryane-01

@Fairygirl_97 dzalian sawiro ghilakia.
Reply

Natiachikpvani

@Fairygirl_97 xandaxan me minda eg gilaki
Reply

Fairygirl_97

დაიბადე იმისთვის, რომ მოკვდე?
          თუ 
          დაიბადე იმისთვის, რომ იცოცხლო?
          
          აქ ხომ სულ მინდა გულწრფელი ვიყო, ხოდა ამ ბოლოს, განსაკუთრებით გვიან ღამით, გონებას ბევრი საფიქრალი რომ არ რჩება და თითქოს ვისვენებ, აუტანლობა მემართება. ეს სიტყვა აუტანლობა ძალიანაც მოთრეულია და ზუსტად არ ასახავს ჩემს მდგომარეობას, მაგრამ პროცესი და განცდა ყველასთვის იქნება ნაცნობი. სისხლი მიდუღს, ისე მინდება რაღაცის გაფუჭების ხარჯზე ნეგატივის აორთქლება ჩემი სიახლოვიდან. ხომ შეიძლება ამ უარყოფითს დადებითით ვებრძოლო, არა, ხისთავიანი ვარ და, როცა თავში ჭია მიფათურებს ფეხებს, კარგზე ვერ ვიფიქრებ. ხოდა რადგან გამოცდილებიდან ჩემს ასეთ აუტანლობის მდგომარეობაში მჩვევია სოციალური ქსელებიდან აორთქლება, ზოგჯერ მათი წაშლაც, თავი დავიზღვიე და გუშინ ვატპადის აქაუნთიდან გავედი დროებით, რათა ამ გვერდის ასაორთქლებლად არ გამპარვოდა თითები. მერე, რამდენიმე საათი გავიდა და აქაუნთზე ვეღარ შემოვდიოდიიი. ბოლოს, როგორც იქნა შემოვაღწიე, მშვიდობით. 
          ხოდა ამ აუტანლობის მომენტში მივედი დასკვნამდე, რომ არცერთი ჩემი გაკეთებული საქმე, ჩემგან ნათქვამი სიტყვა თუ უბრალოდ გამოხატული ემოცია არ ბრუნდება უკან ისე, როგორც გავეცი. უმადურობის პიკია ეს ცხოვრება მისი კოპწია, ყეყეჩი ბინადრებითურთ.  
          
          რომ გგონია, იცნობ, გიცნობს, გაფასებს, აფასებ, მასე არაა. გიცნობს არა ჩემი ფრთები კიდევ.
          
          
          

Natiachikpvani

ar gabedo gaukmebaaaa magaze arc ifikroo icode❤️❤️
Reply

Natiachikpvani

@Fairygirl_97  gaivlis damijere yvela negativi wava da mova dadebitic cxovrebis kanonia es gvinda ar gvinda ese xdeba ❤️❤️
Reply

Fairygirl_97

იცით, რა არ მიყვარს, ვატპადზე რომ შემოვდივარ და ვიღაც მიყოლებით ყველა ჩემს ნაწერს კითხულობს, ოღონდ ერთგან არ აკომებს. სამაგიეროდ, ძალიან სასიამოვნოა, რომ აღმოვაჩენ ხოლმე, ზოგს სულ ცალკე ლისთში აქვს ჩაყრილი ჩემი ფიქციები.

user16053573

@Fairygirl_97 ჰეი, ყოველთვის ვკითხულობ შენს ფიკს, უბრალოდ ასეთი ვარ კომენტარებს არ ვწერ, საკუთარი აზრის დაფიქსირება მუდმივად არ მიყვარს.
            ჩემს ფავორიტ ავტორთა სიაში შედიხარ❤️.
Reply

Fairygirl_97

@user16053573 მაგრამ არ ვიკბინები და ძალანაც მომწონს თქვენთან კონტაქტი...
            გამახარე!
Reply

Basuna_97

Xandaxan ar vwer xandaxan vwer
Reply