47.

824 54 7
                                    


ლიამი სახლში შევიდა და სამარისებული სიჩუმე დახვდა.
არც სარას სამზარეულოდან ისმოდა რამე, არც რომელიმე ოთახიდან.
იფიქრა ამერიკა ზევით იყო,მის სანახავად შევიდა მაგრამ იქ რაჟას მეტი არავინ დახვდა.
ძაღლიც მოწყენილი იყო.

უამრავმა ცუდმა ფიქრმა შემოუტია და არ იცოდა რომელი ერთი დაეხშო.

თვალები დახუჭა,ქვედა ტუჩი მოიკვნიტა და სამზარეულოში ჩავიდა.

სარა იდგა და ძალიან ჩუმად წმემდდა მაგიდას.

"ამერიკა სად არის?"-კითხა სწრაფად და პასუხის მოლოდინში ფეხი ნერვულად დააბაკუნა.

"არ ვიცი."-ქალმა უმწეოდ უთხრა და გაკვირვებულმა შეხედა.

"როგორ თუ არ იცი?"-კითხა ისევ და შეეცადა გაბრაზება არ დასტყობოდა.

"დილის შემდეგ არ მინახავს,რობერტის მისამართი მთხოვდა და მგონი წავიდა."-უთხრა უმწეოდ.

"ჯანდაბა!"-ჩაიფხუკუნა,გარეთ გავიდა შავი ლექსუსი აამუშავა და სწრაფად დაიწყო სიარული.

უამრავი ფიქრი უტრიალებდა თავში, მაგრამ სრულად ვერცერთს იჯერებდა.
არ უნდოდა დაჯერება,ხომ შეიძლებოდა რობერტს რაიმე ცუდი ეთქვა მისთვის? ამით კი მათი არეული ურთიერთობა უფრო აირეოდა.

იცოდა ეს რატომაც გააკეთა ამერიკამ,
გოგომ დიდი ხნის წინ შეიტყო მამა-შვილის  ცუდი ურთიერთობის შესახებ.

მან კი იცოდა ლიამის გაბრაზება ამ ხერხით როგორ შეეძლო.

სწრაფად დადიოდა,ზედმეტადაც კი.

სახლს მიადგა და კარგა ხანს აკაკუნა, არავინ უღებდა.
ნერვებმოშლილმე კარს ფეხი ძლიერად მიარტყა.
ახლა კი ნამდვილად გაუღო ვიღაცა ქალმა.

"ვინ გნებავთ?"-კითხა ქალმა ოდნავ შედინებულმა.

"რობერტი სახლშია?"-გავრაზებულმა, დაუღრიალა.

Wild passion(L.P){completed}Where stories live. Discover now