49.

893 59 6
                                    


ჰარი და ბიჭები ხის სახლში მივიდნენ,
ლიამს ეგონა მისი ძმის დანახვისას მაინც თუ მოლბებოდა,მაგრამ უარესად გაცოფდა და ზიზღი გადმოაფრქვია.

უკვე აღარ იცოდა რა ექნა ლიამს. მისი გაშვებაც არ უნდოდა,ამისთვის ზედმეტად ეგოისტი იყო.
იქნებ დრო მიეცა?კი მოენატრებოდა, მაგრამ ასე მაინც ეცოდინებოდა,რომ ოდესმე მაინც აპატიებდა ვიდრე მისი ყოველ დღე შეწუხება და თავის მობეზრება.

"რა ვქნათ?"-იკითხა ნაილმა და ვისკის დიდი ბოთლი მოიყუდა.

"გოგო ბოღმითაა სავსე,ეს რთული იქნება!"-ლუი როგორც ყოველთვის არ ცდილობდა მათ დახმარებას და პირიქით აღიზიანებდა.
ის ხალისობდა.

"ლუი,შეგიძლია მოკეტო?ვერ გვეხმარები და ნერვებს მაინც ნუ გვიშლი უარსად,რადგან რაღაცას გაბრაზებულზე გეტყვი და გეწყინება!"-ჰარი მაქსიმალურად შეეცადა სიმშვიდე შეენარჩუნებინა.

"რა ვთქვი ისეთი?"-გაიოცა მან და ხელები განზე გაშალა.

"უბრალოდ ჩაიჯვი!ამის თქმას ცდილობს!"- ლიამი სულ არ უკვირდებოდა რას ამბობდა.
ისედაც ცუდად იყო ამერიკას გამო,ესენი კი დახმარების ნაცვლად უმატებდნენ.

დიდი არყის ბოთლი მიიყუდა.

"მგონი საკმარისია,გეყოფა."-ნაილმა მზრუნველად უთხრა და ბოთლი ძირს დააწევია.

ლიამმა ის დააიგნორა და ისევ ერთი ყლუპი გადაუშვა ორგანიზმში.
ახლა ალკოჰოლის მეტი ვერავინ და ვერაფერი დაეხმარებოდა.

"ჩემს დას ვძულვარ!უნდა,რომ მოვკვდე!"- ჰარიმ დრამატულად ჩაილაპარაკა და მომდევნო ლუდის ბოთლი გახსნა.

"ჩემს შეყვარებულს ვძულვარ!უნდა,რომ მოვკვდე!"-ახლა მას ლიამი აყვა.
ცოტა ხანს სიჩუმემ დაისადგურა ოთახში, ლიამმა კი ისევ გააგრძელა.-"ჩემი ტკბილი ფორთოხალი,მჟავე ალუბალი გახდა!"- სახე ისე დამანჭა 'თითქოს' ტიროდა.

"ღმერთო ძალიან მთვრალია,ისევ ედგარ ალან პოს დაემსგავსა!"-ლუიმ თავში ხელები შემოიცხო.

Wild passion(L.P){completed}Where stories live. Discover now