მისი ხმა მომენატრება.

456 59 95
                                    

-დღესაც აქ უნდა იყო?-მეკითხება იუნგი და თან კლიენტს პროდუქტს პარკში უწყობს-მადლობა შენაძენისთვის-ქალი იღიმის და მაღაზიიდან გადის.

მეც იუნგისთან ერთად სალაროს უკან ვარ.სკამზე ვზივარ და  ჩუპაჩუპს ვწუწნი.

-რა მოხდა მერე?სხვა საქმე ისედაც არ მაქვს-ვთქვი და იუნგის გავხედე,რომელიც სალაროზე მიყრდნობილი მიყურებდა თან ხელები გულზე დაეწყო.

-სამეცადინო?-მკითხა გამომცდელი ხმით.

-მე კარგი მოსწავლე ვარ.ყველაფერს პარასკევობით ვითავებ-იუნგიმ ცხვირი აიბზუა და ამოიოხრა.

-და აქ რატომ ხარ?-მე გავუღიმე და ფეხზე წამოვდექი.

-შენს გვერდით ყოფნა მომწონს-იუნგის ცინიკური ღიმული  სახეზე შეახმა და ზურგი მაქცია.

-ეგრე ნუ ლაპარაკობ,უცნაურია-თქვა და ფურცლების დალაგება დაიწყო.

-რა არის უცნაური?მე ხო შენი ფანი ვარ?-იუნგიმ ფურცლები მაგიდაზე დააწყო და ჩემკენ სწრაფად შემობრუნდა.მე ისე მაინტერესებდა რას ალაგებდა ასე გამწარებული,რომ მასთან ახლოს ვიყავი მისული და შემობრუნებისას ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდა,სახე კი იმდენად ახლოს მქონდა მიტანილი მის ცხელ სუნთქვას ვგრძნობდი.

უცებ გავიაზრე როგორ ახლოს ვიდექით და ერთი ნაბიჯი უკან გადავდგი.როცა ვიდეოებში ვარჯიშის მერე ვუყურებდი როგორი დაღლილი ეცემოდა დივანზე და როგორ ღრმად სუნთქავდა...მუდამ მინდოდა მის გვერდით ვყოფილიყავი და მისი სურნელი შემეგრძნო,მისი გულისცემისთვის და მისი სუნთქვისთვის მესმინა.

ახლა კი მასთან ისე ახლოს ვარ,ის ვერც კი ხვდება მე ახლა რას ვგრძნობ,ამას ვერც კი იაზრებს.

-ნუ მოკლედ,აქედანვე დავაზუსტოთ ყველაფერი.ეს უბრალოდ ჩემი ჰობია გაიგე?ხანდახან მუზა მაწვება და ამას ვაკეთებ,მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რო შენ უნდა შემაწუხო გაიგე?ეს ჩემი პირადი სივრცეა!-ამბობს მკაცრად და საჩვენებელ თითს გამაფრთხილებლად მიქნევს ცხვირწინ.

წითელი დღიური/Red Note📕(დასრულებული)Where stories live. Discover now