შავი ქამარი მაქვს🥋

406 64 195
                                    

ბნელ ქუჩებში ბიჭი წყნარად მიაბიჯებს.სახეს კარგად ვერ ვარჩევ, მაგრამ ვხვდები ვინცაა.

კიბეებთან უხვევს და ქვემოთ ჩადის.იქ ვიღაცები ხვდებიან.რამოდენიმე ბიჭია.ხელში ბეისბოლის ბიტები უჭირავთ,და რაღაც უცნაური სახეები აქვთ.ერთ-ერთი მეცნობა.

ჯონგი?

სინას შეყვარებული რომაა.

რაღაცაზე საუბრობენ,მაგრამ სიტყვები არ მესმის.უეცრად ჯონგი იუნგის სახეში ურტყამს და იუნგი ძირს ვარდება.
სანამ წამოდგომას მოასწრებდეს, ვიღაც წიხლს ურტყამს და შემდეგ ერთ-ერთი მათგანი ბიტს იღერებს ჩასარტყმელად.

გაოფლიანებული და შეშინებული თვალებს ვახელ.

გარშემო ვიყურები.ჩემს(იუნას)ოთახში ვარ.საათი ღამის თერთმეტს აჩვენებს.დღეს ადრე დავიძინე რადგან ხვალ იუნგის მაღაზიაში უნდა დავეხმარო.

-იუნგი საფრთხეშია-ფეხზე წამოვდექი და აქეთ-იქით ნერვიულად დავიწყე ყურება-რაიმე დეტალი უნდა გავიხსენო,უნდა გავიგო ეს როდის მოხდება-ტელეფონს ვიღებ და იუნგისთან ზარდ ვᲣშვებ,მაგრამ არ იღებს.

ჯანდაბა!

შემდეგ ტელეფონს ვკეცავ და ლოგინზე ვაგდებ,როცა უეცრად სიზმრიდან ერთი ფრაგმენტი მახსენდება.

როცა იუნგი სიბნელეში მიდიოდა,მის ხელში ტელეფონი ელავა.იქ კი გამოტოვებული ზარი იყო...ჩემგან?

"შეშლი ფანი"ს ჩემს გარდა ვის დააწერადა?

-უბრალოდ თარიღი და რიც....-ეს ყველაფერი დღეს მოხდება. გამოტოვებულ ზარს თუ დავუჯერებთ,ეს ყველაფერი ახლა უნდა მოხდეს!

ქურთუკს ხელს ვავლებ და იუნგის სახლისკენ მივბრივარ.მერე რა,რომ პიჟამათი ვარ?მერე რა,რომ თმა შეშლილივით მაქვს,იუნგი უნდა გადავარჩინო,რადაც არ უნდა დამიჯდეს!

ავტორის პ.ო.ვ

იუნგის სახლისკენ მშვიდად მიაბიჯებდა.ღამით ქუჩებში სიარული მოსწონდა,რადგან მისი თვალით დანახული სამყარო სწორედ რომ ღამეს ჰგავდა.

წითელი დღიური/Red Note📕(დასრულებული)Where stories live. Discover now