14

619 61 10
                                    

"And the tears come streaming down your face,
When you lose something you can't replace,
When you love someone, but it goes to waste
Could it be worse?"
------------------------------------------------------------
როდესაც თეჰიონი ბანაობდა და ცდილობდა ჯიმინი და ჯონგუკი თავიდან ამოეგდო, იგრძნო რომ ჰოსოკმა უკნიდან ხელები მოხვია.

მან ის თავისკენ მიიზიდა და ღრმად აკოცა. ჰოსოკის კოცნა, მას ყოველთვის თავს ისე აგრძნობინებდა, თითქოს მსოფლიოში ყველაფერი კარგად იქნებოდა. და ჰობი გრძნობდა თეჰიონის გრძნობებს, მან იცოდა რომ თეს ახლა ის ყველაზე მეტად სჭირდებოდა. რაღაც ძალიან არასწორი იყო.

"მითხარი პატარავ."-ჰოსოკი მას სახეზე მოეფერა. წყლის წვეთები მათ ლამაზ სხეულზე და სახეზე ეცემოდა. ჰობის ყავისფერი თვალები თეჰიონისას შეხვდა. მან თეს შუბლიდან თმა გადაუწია.

"მე..."-თეჰიონმა მას ნაზად აკოცა, შემდეგ კი ის წელით, მჭიდროდ მისწია თავისკენ, რაზეც ჰოსოკს სუნთქვა აუჩქარდა.

როცა მათი კოცნა უფრო და იფრო ინტენსიური ხდებოდა, მათ ნამჯუნის ძახილი მოესმათ, რომელიც ვახშმისთვის ეძახდათ.

"ვახშმის შემდეგ? გთხოვ."-თეჰიონი უკვე ძალაგამოცლილი იყო. ის თავს გამოუყენებლათ გრძნობდა და დანაშაულის გრძნობდა აწუხებდა, როდესაც უყურებდა როგორ იტანჯებოდა ჯიმინი Და ამავდროულად როგორ ტანჯავდა ჯონგუკსაც. ისინი, ორივე, დიდ როლს წარმოადგენენ მის ცხოვრებაში. ისინი არ არიან მხოლოდ მისი მეგობრები, ან ჯგუფის წევრები, ისინი მისი ოჯახი არიან.

როდესაც თეჰიონი და ჰოსოკი სხვა წევრებთან ერთად ვახშმობდნენ, იუნგი ალაპარაკდა:

"ჯონგუკი დღეს, თითქოსდა უხერხულად არ იყო?"

"ოჰ ღმერთო. მეც იგივეს ვეუბნებოდი ნამჯუნს რამდენიმე წუთის წინ."-წამოიძახა ჯინმა და შვებით ამოისუნთქვა, რადგან ახლა ის არ არის ერთადერთი ვინც ასე ფიქრობდა.

"ალბათ ლისას და მას რთული პერიოდი აქვთ."-თქვა ნამჯუნმა და იუნგის გახედა.

STRAIGHTWhere stories live. Discover now