Day 13

27 3 4
                                    

(ზემოთ არსებული სიმღერა მოცემულ დროს, როდესაც გეტყვით მაშინ ჩართეთ)

- გამიშვიიი

ბოლო ხმაზე ვყვიროდი და გამწარებული ველოდებოდი პასუხს

ფართხალს არ ვწყვეტდი, მაგრამ ამასაც აზრი არ ჰქონდა

ჩემში სულ სხვა პიროვნება ჩასახლებულიყო

უსუსური გოგონა, რომელიც შველის თხოვნის გარდა არაფერი შეეძლო

ეს ყველაფერი კი წამლის მიღების შემდეგ დაიწყო

- ჯანდაბა თეჰიონ, ეშმაკმაც დაგწყევლოს

ასეთი რა გამიკეთა

იქამდე გავნაგრძე ბრძოლა სანამ სხეულს ძალა არ დაეკარგა

იმისდამოუხედავად ეს უსუსური არსება ჩემში გააღვიძა

მე მაინც არ ვაპირებ ჩემი მიზნებისგან გადახვევას

ბოლოს მაინც შევწყვიტე მოძრაობა და დაღლილმა სხეული არსებულ მაგიდაზე დავასვენე

მალეტე სიმწრისგან ტირილს დავიწყებდი

"ეს რა ჯანდაბაა"

კარების ხმა გავიგონე მაგრამ მისკენ, როგორც ყოველთვის არ შემიხედავს

ზემოთ ბჟუტავ სინათლეს, როგორც მზეს ისე ვუყურებდი

ეს უბრალო სინათლეც ძალას მართმევდა და მასუსტებდა

მისი სხეული მომიახლოვდა თუ არა ნაზად მომეფერა და სახე გადამაწევინა

აღარ შევწინააღმდეგებივარ, უფლება მივეცი რომ გონების მომვმწამლელი შხამი ჩემს სისხლში როგორ არაფერი ისე შეეყვანა

ტკივილი მისმა ცივმა ტუჩებმა შეცვალა

თითქოს ეს ქცევა უფრო ამძფრებდა ყველაფერს რაც ნამდვილად ასე იყო

- მალე ყველაფერი შეიცვლება

მისი სიტყვების გაგონებისთანავე სხეულმა ფუნქცია შეწყვიტა

მეც მალევე უსასრულობაში გადავეშვი

***

30Where stories live. Discover now