Day 15

24 0 7
                                    

კაცის სიტყვებზე მეც და თეჰიონიც გაკვირვებული ვიყავი

მაგრამ ჩემი თვალი უეცრად საათისკენ გაიქცა

თორმეტს გადაშორებულიყო, ანუ ახალი დღე

კითხვის გაგონებისთანავე ჯერ მკითხველს შემდეგ კი თეჰიონს შევხედე

მას რომც მივეცე და რომც არა, ჩემთვის არაფერი შეიცვლებოდა

მაგრამ იყო, რაღაც, რაც არ მომწონდა

ეს ყველაფერი დაგეგმილს გავდა, მთელი ეს ხალხი თეჰიონის წინააღმდეგ იყო

- რას აპირებ? ჩემს თავს სხვას მისცემ?

ჩუმად ის ყურთან ჩავილაპარიკე, უემოციოდ თვალი ამავლო და მის პირდაპირ მჯდარ სხეულს შეხედა

პასუხი ჩემთვის უკვე ცნობილი იყო

- რატომაც არა

უეცრად იარაღი ამოიღო და თავთან ტყვია ესროლა

მისი საქციელი არ გამკვირვებია

არც ის თუ როგორ შეხედეს მას ასე შეშინებული

- ჩემს წინააღმდეგ ვინც წავა იმავე პასუხს მიიღებს, ბატონებო ჩემთან თამაშს არ გირჩევთ, აქ თამაში ცეცხლთან თამაში არ გეგონოთ

ფეხზე წამოდგა, ჩემი ხელი ისევ ეჭირა

- მე დაგემშვიდობებით

ორივემ ეს უაზრო ადგილი დავტოვეთ და მანქანაში ჩავჯექით

ადგილს გამოვცდით თუ არა, ნორმაულად სუნთქვა დავიწყე

- არ მეგონა ასე თუ გჭირდებოდი

ფანჯარაში გავიხედე, ჩემს ნათქვამზე თავად ჩამეღიმა

- ჩემი საკუთრება თუ გინდა, უნდა დაიმსახურო

მის ნათქვამზე გამეცინა, მაგრამ არაფერი ვთქვი

სასტუმროს წინ მანქანა გააჩერა, ჩემი ხელი აიღო და აკოცა

- ოთახში ადი და მოემზადე

მის სიტყვას უსიტყვოდ დავემორჩილე

ოთახში შესვლისთანავე საწოლზე ნივთები შევამჩნიე

30Onde histórias criam vida. Descubra agora