3

505 26 13
                                    


ჰარიმ ქეითს ძილის წინ მიწერა, რომ წვეულება ხვალ, საღამოს 7-ზე დაიწყებოდა. ქეითი ძალზედ ღელავდა და ძლივს დაიძინა.

დილით ადრე გაიღვიძა როგორც ყოველთვის. ადგა და აბაზანაში გავიდა. წყალი გადაივლო და მოწესრიგდა.

- დილამშვიდობისა.
- დილამშვიდობისა ძვირფასო- მიესალმნენ მას დენიელი და ვანესა.
- ჯორჯმა დარეკა.  გვითხრა, რომ დღეს რაღაც გეგმები გაქვთ და გვიან დაბრუნდები.
- ხომ
- კარგი, გაერთეთ.


ქეითი სკოლაში როგორც ყოველთვის ავტობუსით მივიდა. სკოლაში ბავშვები ირეოდნენ, ყველა თავისთვის იყო. ქეითი პირდაპირ კლასისკენ წავიდა.

- ჰეიი, ქეით.
- ქრისტინ...
- პირველი რა გაკვეთილი გვაქვს?
- ლიტერატურა.
- უფ ხო წამო.

კლასში შევიდნენ და გვერდი-გვერდ დაიკავეს ადგილები. მალევე კი კლასში მასწავლებელიც შემოვიდა.

ქეითი იმდენად იყო ფიქრებში გართული, რომ არაფერი ესოდა. იმაზე ფიქრს ვერ წყვეტდა თუ როგორი იქნებოდა წვეულება ან რა უნდა ეკეთებინა იქ. ისეთი სიტუაცია იქნებოდა როგორც ფილმებში? ბევრი სასმელი და მუსიკები. დარწნებული იყო, რომ ბევრი დასალევი იქნებოდა, მაგრამ თვითონ ვერ დალევდა 3 მიზეზის გამო.

1. არ სურდა ალკოჰოლოს გასინჯვაც კი.
2. ორ კვირიან დასჯას ნამდვილად ვერ გადაურჩებოდა და
3. ბავშვობაში გულის პრობლემები ჰქონდა, ასე რომ დალევას ვერ გარისკავდა.

- ქეით!

ფიქრებიდან მასწავლებლის მკაცრმა ხმამ გამოაფხიზლა და დაბნეულმა შეავლო თავლი კლასს. ყველა მას უყურებდა.

- მგონი კითხვა დაგისვი.
- ამმ მე...
- შენგან ასეთ საქციელს არ მოველოდი ქეით, მეტი ყურადღება გმართებს.

შერცხვენილმა თმაზე ხელი გადაისვა და ამოიგმინა. აქამდე არასდროს მიუცია მასწავლებელს მისთვის შენიშვნა.
- რა დაგემართა?
- უბრალოდ ჩაფიქრებული ვიყავი.
- კარგი.





IMMACULATE | Z.M + Larry |  (Completed) Where stories live. Discover now