თავი IX

870 50 0
                                    

ნომერში შევედი და დევიდს ვუთხარი, რომ სერიოზული სალაპარაკო გვქონდა.
– ვიცოდი, რომ ამის საჭიროება დადგებოდა.
– დევიდ.. ჩვენი ურთიერთობა ძველებურად კარგი აღარ არის. შენთან ნამდვილად არ მაქვს პრობლემა, იდეალური ხარ. საქმე ჩემშია.
– არ მომწონს, საითაც მიდის საუბარი.
– პირდაპირ გეტყვი, რომ სიტუაციაში გასარკვევად 1თვე მჭირდება. ჩვენს ქორწილამდე 4თვეა, შესაბამისად დრო საკმარისად გვაქვს. არ მინდა ცოლად გამოგყვე და გატყუო.
– არც მე მინდა, რომ ქორწინებით გაგაუბედურო და სხვაზე ფიქრობდე.
– ჩემს სახლში მინდა, რომ გადავიდე ეს დრო. თუ წინააღმდეგი არ იქნები, ვიცი რთული სიტუაციაა..
– როგორც გინდა, საყვარელო.. ლუკრეციას ქორწილზე როგორ მოვიქცეთ?
– ამაზეც მინდოდა საუბარი. მეწყვილედ უნდა გამომყვე, როგორც საქმრო. რადგან არ დავშორებულვართ და მხოლოდ შესვენება ავიღეთ, ასე აჯობებს.
– ახსნები არ მოგვიწევს. – ვთქვით ორივემ ერთხმად.
– ძალიან ვწუხვარ, დევიდ..
– ვიცოდი, რომ ასე მოხდებოდა.
მითხრა და გულზე მიმიხუტა.
– უბრალოდ მინდა იცოდე, რომ ბოლოს რასაც გადაწყვეტ, კარგად მივიღებ. ძალიან მიყვარხარ და მინდა ბედნიერი იყო.
– ვიცი, დევიდ, ვიცი.
ცოტა ხანს ასე ვიდექით, შემდეგ კარადისაკენ წავედი და ტანსაცმლის ჩემოდანში ჩაწყობა დავიწყე. მეორე დღეს მივდიოდით, შესაბამისად ამას გაკვირვება არ გამოუწვევია.
საღამო ხანს დივანზე ჩამივსხედით, პლედი მივიფარეთ და ორ ფილმს ვუყურეთ.
როგორც ჩანს ჩამძინებია და დილით საწოლში გავიღვიძე, დევიდის გულ-მკერდზე თავი მედო და ისიც ძველებურად მეხუტებოდა.
ვისაუზმეთ და ნაშუადღევს მანქანით კვლავ ნიუ-ორკში დავბრუნდით. 
– შენთან მიგიყვანო?
– კი.. ტანსაცმელზე კამილას დავურეკავ ხოლმე, ბოლოსდაბოლოს მისი საქმეა.
– როგორც ინებებთ, მადამ.
გადმოსვლისას ვაკოცე და სახლშიც შევედი.
უამრავი ავეჯისა და ფართობის მიუხედავად სიცარიელე ვიგრძენი. ირგვლივ არცერთი ემოცია ბატონობდა და მეც ჩემს გოგონებს დავურეკე. ბარში წასვლა ახლა ყველაზე კარგი გამოსავალი იქნებოდა.
ლუკრეციამ ჩვენს საერთო დაქალებსაც დაურეკა და ხუთივენი ნიუ-იორკის ყველაზე პრესტიჟულ კლუბში წავედით. ბევრი ვიცეკვეთ, ბევრიც დავლიეთ. თითქოს, იმ წუთებში ყველა სადარდებელი გამქრალიყო. მარტო მე და გოგონები ვიყავით.
ღამის სამ საათზე დავიშალეთ და მეც კვლავ ჩემს უკაცრიელ სახლში დავბრუნდი. განტვირთვა თითქოს განტვირთვად აღარ მომეჩვენა. ზღურბლზე გადმობიჯებაც კი საკმარისი იყო, ყველაფრის გასახსენებლად.
დავწექი, დაძინებას ვცდილობდი, მაგრამ მხოლოდ ერთი კითხვა მიტრიალებდა კვლავინდებურად გონებაში.. სწორად ვიქცევი?

 "კონტრაქტი ითვალისწინებს ვნებას"Where stories live. Discover now