თავი XXXIV

413 32 0
                                    

– ჯერ ძალიან პატარაა. როცა გავაჩენ, კი გავიგებთ.
– წინააღმდეგი თუ არ იქნები, შემოვალ და განვიხილოთ, სამომავლოდ რას ვაპირებთ.
– კარგი, შემოდი.

სახლში რომ შევედით, წამში დამხმარე ქალი გამოვიდა ერთხანს გაოგნებული გამომეტყველება აღბეჭდვოდა სახეზე.
– დოროთა, ყველაფერი რიგზეა?
– დიახ, მის კარინგტონ. ბატონო დევიდ, როგორ ხართ, რამდენი ხანია არ გამოჩენილხართ.
– კარგად, მადლობა.
– ყავას ხომ არ მიირთმევთ?
– მე დავლევ, ძლიერ, შავ ყავას.
– თქვენ, მის კარინგტონ?
– არა, არ მინდა.
– კარგი.
– დოროთა, მეორე სართულზე ვიქნებით.

ჩემს ოთახში ავედით და მეც მასთან საუბრის პარალელურად ტანსაცმლის ჩალაგება დავიწყე.
– კარგად ერთობოდით მთელი ეს დრო შენ და კრისტიანი?
– დევიდ! იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ორსულად ვარ, კი, რომელიღაც თქვენგანთან კარგად გავრთობილვარ.
– არ მინდოდა შენი გაღიზიანება.
– სულ ტანზე მომდგარი ტანსაცმელი მაქვს და რა ჩავალაგო, არც კი ვიცი.
– დღეს გავიდეთ და ვიყიდოთ, თუ გინდა.
– კარგი იქნებოდა, მაგრამ არა მგონია, ხალხში ერთად გამოჩენა ახლა სწორი იყოს. ვიქტორიას ვეტყვი და გამომყვება.
– როგორც გინდა.
– შენი საქმე როგორ მიდის?
– მუშაობა სხვა კომპანიაში დავიწყე, პირადში კი სერიოზული არაფერი. გარდა იმისა, რომ მენატრებოდი.

ჩემთან მოვიდა, უკან დამიდგა და ხელები მომხვია.
– დევიდ, ის, რომ კრისტიანი ახლა ჩემს გვერდით არაა, იმას არ ნიშნავს, რომ მისდამი გრძნობები არ მაქვს.

ხელი გამიშვა და ტანსაცმლის შეთვალიერება დაიწყო.
– გახსოვს ტორონტო?
– კიი, კინაღამ რომ დავიკარგეთ. – ჩავიცინე.
– კარგი იყო კანადა 2 წლის წინ, ჩვენც ჯერ კიდევ ერთად ვიყავით.
– მართალია.

ამასობაში დოროთაც ამოვიდა და დევიდს ყავა ამოუტანა.
– დარჩი ცოტახანს.
– კარგი, მის კარინგტონ.
– მაიამიში გადავდივარ წელიწად-ნახევრით, ნუ, სანამ ბავშვი წამოიზრდება და ჩამოვიყვან. მინდა, რომ შენც წამოხვიდე.
– ბავშვი?
– კი, დოროთა, ორსულად ვარ.
– ვაიმე! როგორ მიხარია თქვენი ამბავი, მის კარინგტონ! – მოვიდა და გადამეხვია. – რა თქმა უნდა, წამოვალ.
– ძალიან კარგი, მაგრამ ჩემი ფეხმძიმობის ამბავი არსად უნდა გავიდეს.
– დიახ, დიახ.

მთავარ ჭიშკართან ზარი გაისმა და მალე ჩემი საძინებელი ადამიანებით გაივსო.
– ვიკი, ლიამ, ჯეიმს.. მშვიდობაა?
– ეგ შენ უნდა გვითხრა, ქალბატონო.
– ჯეიმს, უთხარი?
– კი და ისიც გვითხრა, რომ ჩვენს ქალაქში გადმოდიხარ.
– მართალია.
– მე და ლიამმაც ვიფიქრეთ და ჩვენც წამოვალთ, არ მინდა, რომ ეს მარტომ გამოიარო.
– მარტო არ იქნება.
– თქვენ ისევ ერთად ხართ?
– არა.
– ბიანკას არ უნდა სხვისი შვილი აღვზარდო, მაგრამ შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, არ მინდა, რომ ჩემი სავარაუდო შვილის სწორედ ჩამოყალიბებაში წვლილი არ მქონდეს. რაც ყველაზე მთავარია, ბიანკას გვერდით მამაკაცი სჭირდება, რომელიც მის მიმართ არა მეგობრული და ნათესავური, არამედ რომანტიული სიყვარულით იქნება განწყობილი. სითბო და მზრუნველობა ორსულებს განსაკუთრებით სჭირდებათ.
– ორსულებს სპეციალური ტანსაცმელიც სჭირდებათ, რომელთა ქონის  საჭიროებაც წინასწარ ვერ გავთვალე.
– არა მგონია, ამოღებული, მოკლე ზედები ბავშვს ხელს უშლიდეს რამეში.
– უზარმაზარ მუცელს არ უხდება სექსუალური ტანსაცმელი. ეჰ! ჯერ კიდევ არ მჯერა, რა მელის.
– ყველაფერი გამიგვივა. ახლა აბრძანდი, ქალბატონო და მაღაზიები დავიაროთ, ძველებურად, როგორც ბავშვობაში, მაგრამ ამჯერად მშობლების ფული არ დაგვჭირდება.
– ბიჭებო, თქვენ რას იზამთ?
– დავრჩებით და დაგელოდებით, იქნებ, რამე დაგჭირდეს.

იქნებ, კრისტიანის არ ყოფნა ვერც კი ვიგრძნო..

 "კონტრაქტი ითვალისწინებს ვნებას"Where stories live. Discover now