დასასრული💘

340 30 17
                                    

8 თვის შემდეგ..

-ბატონო ჯონ, თქვენ ჯანმრთელი,პატარა ალფა შეგეძინათ! გილოცავთ! -ამბობს მედ და.

-ღმერთო! ღმერთო,მადლობა ჯონ თეჰიონ,ჩემი ბედნიერებისთვის! -ამბობს ალფა და ბედნიერების ცრემლები ღაპაღუპით ეცემა სამშობიაროს იატაკზე.

იუნმინების ქორწილამდე 4 დღით ადრე ახალგაზრდებმა ილაპარაკეს და ყველაფერი მოაგვარეს. მაგრამ იუნგიმ და ჯიმინმა გადაწყვიტეს,რომ ქორწილი ძალიან ნაჩქარევი გადაწყვეტილება იქნებოდა მათთვის. სამაგიეროდ თეჰიონი და ჯონგუქი ზედმეტად სულსწრაფი ახალგაზრდები აღმოჩნდნენ.

1 თვის შემდეგ....

მოგეხსენებათ ჯონების ოჯახში მატებაა, ამ მომენტისთვის პატარა ჯონ იონჯუნი ახლა უკვე 1 თვისაა.

ღამის 3 საათი

*ბავშვის გამაყრუებელი ტირილი*

-ჰო,საყვარელო, მოვდივარ... -ომეგა საწოლიდან დგება და ბავშვის ლოგინისკენ მილასლასებს. ხანმოკლე ძილისგან გამოფხიზლებულს მხედველობიდან გამორჩა ის ფაქტი,რომ მისი ქმარი ლოგინში არ იმყოფებოდა.

-ახლა მამიკო გაჭმევს ჰომ? პატარავ.-ეკითხება ახლადგამომცხვარი მამა თავის პატარას.- შშშ,იონჯუნ, მამიკო არ გააღვიძო,ხომ იცი როგორ იღლება? -სრული სერიოზულობით ჩურჩულებს ამ სიტყვებს ალფა და თან საბავშვო ფხვნილს წყალში ურევს. პატარა დაინტერესებული შესცქერის რძიან ბოთლს და უკვე რამდენიმე წუთია ძალიან ჭკვიანი სახით უსმენს უფროს ალფას.
ოთახში შესულ თეჰიონს გული აუჩუყდა ასეთ სანახაობაზე და ახლა ჩუმად იწმენდს ცრემლებს. ჯონგუქს კი ფაჩუნი ესმის და კარისკენ ტრიალდება იქ სადაც ახლა თეჰიონი დგას და ტირის.

-პატარავ? რა მოხდა,რა გატირებს?

-მმ, ძალიან საყვარელი სანახაობაა, ისეთი თბილი და საყვარელი ხარ მასთან და თავად იონჯუნიც ისეთი სხვანაირია შენთან. ძალიან მიყვარხარ ქუქ.

Life is a game 💥ცხოვრება თამაშიაWhere stories live. Discover now