1 თავი

1.6K 68 20
                                    

⚠️ყურადღება⚠️

ეს ფიკი მე არ მეკუთვნის
______________________________________

დღეს 18 წლის გავხდი.

სხვა ადამიანებს გაუხარდებოდათ, ისე იცხოვრებდნენ როგორც მოესურვებოდათ, უკვე ზრდასრულები გახდებოდნენ, წვეულებებზე ივლიდნენ, სკოლას დატოვებდნენ და ა.შ.

ჩემს შემთხვევაში ასე არ მოხდება.მე ვცხოვრობ დედაჩემთან და იდიოტ მამინაცვალთან ერთად.

დედაჩემს მამაჩემმა დიდი ხნის წინ მიატოვა, მას შემდეგ დედაჩემმა ნარკოტიკების მოხმარება დაიწყო და გაიცნო მამინაცვალი. მათ ერთად დაიწყეს ნარკოტიკების მოხმარება, ბევრ ვალს იღებდნენ, რომელსაც შემდეგ ვერ ფარავდნენ. მამინაცვალმა ვალების გამო თავი დაანება ნარკოტიკებს, დედაჩემმა კი....ვერ შეძლო.

დილას ადრე რობერტის (მამინაცვალი) ყვირილი მაღვიძებს, სწრაფად ჩავიცვი და დაბლა ჩავირბინე.

- ხვალიდან მუშაობას იწყებ - მომახალა როგორც კი ჩავედი, ისე გამიხარდა კიდეც, მათთან ნაკლებ დროს გავატარებ

- კარგი და... სად ვიმუშავებ? - ოდნავ ღიმილი დამკრავდა სახეზე

- მაგას ხვალ აგიხსნი ახლა წადი შენ ოთახში

- და რატომ ახლა არა? - ფუი შენი რატო ენა არ მომტყდა.

დავამთავრე სიტყვა თუ არა უცებ წვა ვიგრძენი ლოყაზე. ის მასწავლის რომ ძლიერი ვიყო, თუმცა ასევე მაიძულებს მასთან ისე მოვიქცე თითქოს სუსტი ვარ, ცრემლებს ძლივს ვიკავებდი.

- ზედმეტი კითხვების გარეშე! - მიყვირა, ოთახში გავიქეცი და ტირილი დავიწყე.

დედაჩემიც ვერ მიცავს, რადგან ის ახლა ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშაა და ნორმალურად ვერც კი აზროვნებს. დღემ ნორმალურად ჩაიარა, ოთახი არ დამიტოვებია მთელი დღე ვტიროდი და ჩემ ბედს ვწყევლიდი, ტირილში მალევე ჩამეძინა.

𝐒𝐨𝐥𝐝 𝐀𝐬 𝐒𝐥𝐚𝐯𝐞🔞Donde viven las historias. Descúbrelo ahora