ახალი დასაწყისი

84 7 1
                                    

ჯისუს პოვ

"თავს როგორ გრძნობ" ოდნავ გაიღიმა. მე შოკში მყოფმა კი ხმა ვერ ამოვიღე, მის თვალებში დაკარგული რამდენიმე წუთი ვიყავი, სანამ მისი სიცილის ხმა არ გავიგე. სახეზე აშკარად მეტყობოდა დაბნეული მზერა, ეს მანაც შეამჩნია.

"ვიცი ახლა რასაც განიცდი, გთხოვ ახსნის საშვალება მომეცი" სიცილი შეწყვიტა და ამჯერად სერიოზული სახით თქვა. მე კი ჯერ კიდევ შოკში მყოფი უბრალოდ გაოცებული სახით ვუყურებდი.

"სხვა გზა არ გვქონდა ჯისუ, ჩვენ ეს უნდა გაგვეკეთებინა შენივე კეთილდღეობისთვის. არ მინდოდა ამის გაკეთება, ვთხოვდი, ვეხვეწებოდი, მაგრამ საბოლოოდ მაინც დამარწმუნეს რომ ეს შენთვისვე იქნებოდა კარგი, ამიტომაც წავედი. მალევე ვინანე ეს გადაწყვეტილება, დავბრუნდი, მაგრამ შენ არსად ჩანდი" თვალებიდან ცრემლები წამომივიდა. ის ცდილობდა ჩემს პოვნას, მას უნდოდა ჩემი დაბრუნება.

ჩემი ცრემლების დანახვაზე, ჩემსკენ ჩქარი ნაბიჯით წამოვიდა, სახეზე აშკარა აღელვება ეტყობოდა. გულში ჩამიკრო. რამდენი ხანი ვოცნებობდი ამ მომენტზე. ყოველ ღამე მას შემდეგ რაც მიმატოვა, ზუსტად ეს მომენტი მესიზმრებოდა, მაგრამ რომ ვიღვიძებდი ვაცნობიერებდი, თუ რამდენად მცირე შანსი იყო ამისა.

"გთხოვ არ წახვიდე, გთხოვ აღარ მიმატოვო" ხმის კანკალით ვუმეორებდი ერთი და იგივეს, კიდევ ერთხელ რომ მივეტოვებინე ვეღარ გადავიტანდი. მისი შეხების სურვილი ზედმეტად დიდი მქონდა. მაისურზე ვემღაუჭებოდი.

"არსად წასვლას არ ვაპირებ ჯისუ, ჩვენ კიდევ ერთად ვიქნებით, ამჯერად კი სიცოცხლის ბოლომდე. მიყვარხარ ჯისუ, საკუთარ სიცოცხლეზე მეტად. გპირდები აღარასოდეს აღარ დაგტოვებ." მისმა ამ სიტყვებმა ოდნავ დამამშვიდა, მაგრამ ტირილს მაინც არ ვწყვეტდი, მას გულში ძლიერად ვყავდი ჩაკრული და ხელს არ მიშვებდა, ჩემთვისაც ასე აჯობებდა.

ცოტა ხნის შემდეგ ექიმი შემოვიდა და თქვა რომ სახლში წასვლა შემეძლო. ჩვენ ისევ ერთმანეთის ჩახუტებით ვიყავით დაკავებულები, ამჯერად უკვე აღარ ვტიროდი.

"არ მინდა სახლში წასვლა, მინდა რომ შენთან ერთად სულ ესე ვიყო." მისი გულის ცემის მოსმენა მამშვიდებდა. ენით აღუწერელი სიამოვნება ჩემთვის.

"სულ აქ ვერ ვიქნებით, წამოდი სახლში წაგიყვან" ღიმილით შემომხედა. ეტყობოდა რომ ჩემ დამშვიდებას სცდილობდა, მაგრამ ამის გაგონებაზე თვალები ამიცრემლიანდა. სახლში მიმიყვანს, თვითონ კი ისვ წავა და ვეღარასდროს ვეღარ ვნახავ.

ამის დანახვაზე მან გააანალიზა რაც თქვა - " სახლში წაგიყვან რომ ნივთები ჩაალაგო, რადგან შენ გაშვებას აღარ ვაპირებ. სულ ერთად და ბედნიერად ვიცხოვრებთ, თან დანარჩენებსაც ნახავ, დარწმუნებული ვარ ისინიც მოგენატრა." დანარჩენების ხსენებაზე, მოგონებები ამომიტივტივდა გონებაში, ზოგი კარგი, ზოგიც კი ცუდი, მაგრამ ეს დიდი ხნის ცინ, დარწმუნებული ვარ შეიცვლებოდნენ, თან ერთად ცხოვრების იდეაც მომეწონა, ამიტომ თავი დავუქნიე და ნელა წამოვდექი საწოლიდან, იუნგი დამეხმარა ამაში. მას შემდეგ თავს ისევ სუსტად ვგრძნობდი. ხელი ჩამკიდა და ნელნელა სვლით დავტოვეთ საავადმყოფო.

_________________________________
საერთოდ არ მახსოვს წინა თავებში რა და როგორ მოხდა. თუ რამე შეცდომას შეამჩნევთ დააიგნორეთ. შემდეგი თავისთვის გადავხედავ 🫶🏻

𝐒𝐨𝐥𝐝 𝐀𝐬 𝐒𝐥𝐚𝐯𝐞🔞Where stories live. Discover now