1

259 8 0
                                    

დილის სასიამოვნო სიო რომელიც მთელს სხეულზე მეკვრის, ჩიტების ჭიკჭიკი და ამას დამატებული დედაჩემის ყვირილი რომელიც მეზობელს იმის გამო უყვირის რომ მისმა კატამ გარეთ დადებული  ნამცხვარი ძირს გადმოაგდო  და ვხვდები რომ თუ  ეხლავე არ ავდგები ჩემი ფუმფულა საწოლიდან  დედაჩემის შემდეგი სამიზნე მე ვიქმები

დედა:ედა  ადექი სანამ ჯოხით გცემე!

ხომ ვთქვი შემდეგი მე ვიქნებითქო...ჯანდაბა!..ჰო მართლა ჩემი სახელია ედა  პროფესიით ექიმი ვარ თანაც საკმაოდ კარგი  და დედაც ყოველთვის გამამხნევებელ სიტყვებს მეუბნება რომელიც ასე ჟღერს
"შვილო შენ ისეთი ძლიერი ქირურგი ხარ საოპერაციო მაგიდაზე მეც არ დაგიწვებოდი"-ო

ისე მართალიცაა ჩემი საქმე სწორედ მაშინ მივქარე როდესაც პაციენტის მუცელში ხელთათმანი დამრჩა და პაციენტის მუცლის გახსნა მეორედ მოვვიწია, მაგ შემთხვევის შემდეგ  საოპერაციო ოთახთან  მიახლოვებაც კი მეკრძალება მაგრამ რაც მთავარია პირველადი დახმარების გაწევა არ მეკრძალება და მგონი ეს უფრო მომწონს ყოველდღე სისხლის გუბის ყურებას და იმ საშინელ წამებს როდესაც პაციენტის ოპერაციის დროს თუ რამე ცუდად წავა მთელი ვალდებულება ექიმზე გადადის და პანიკაში უნდა ჩავარდე, მაგრამ ექიმი რისი ექიმია თუ ამ მდგომარეობიდან გამოსავალს არ იპოვის აი მაგალითად ოპერაცია ჩაატარე და პაციენტი დაიღუპა ექიმი რას აკეთებს იცით? არა? მაშინ მე გეტყვით ის გადის გარდაცვლილი პაციენტის ნათესავებთან და ეუბნება"ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა მაგრამ პაციენტი დავკარგეთ" დამიჯერეთ ამის თქმას საერთოდ არაფერი თქვათ ის ჯობია,

დედა:ედა დაგაგვიანდება!
-
ედა:მოვდივარ დედააა!*ჯანდაბა ჩემს ფიქრებში ისე გავერთე  სულ გადამავიწყდა სამსახური,ავდექი,ჩავიცვი და ქვემოთ ჩავედიროდესაც დედას სახე დავინახე შემეშინდა გამხეცენული მიყურებდა მე კი მიზეზს ვერ ვხვდებოდი სულ რაღაც 15 წუთით დავაგვიანე ადგომა ნუთუ ამის გამო გაბრაზდა, რომ ვკითხო რა სჭირს მიყვირებს? არა უნდა გავრისკო და გავიგო რა ხდება*

ექიმი/DoctorWhere stories live. Discover now