თავი 2

790 77 23
                                    

 "5 ფუნტს ჩამოვალ, რომ დაწვავ." ამბობს ლოტი და ღუმელის გვერდით მდგარ მაგიდას ეყუდება.

ლუი თვალებს ახელს და მაშინვე ტაფას უყურებს. ჯანდაბა. ლოტი მართალია. სასწრაფოდ იღებს ტაფას ღუმელიდან და ბურგერებს უყურებს, რომლების გაკეთებასაც ცდილობდა.

„ჯანდაბა."

ლოტი თავს ლუისკენ ატრიალებს, შემდეგ დამწვარ ხორცს უყურებს „აბა, რაზე ფიქრობ?"

არაფერზე. ბევრ რამეზე. ყველაფერზე?

„არ მოიტყუო. ვიცი, როცა იტყუები."

„უბრალოდ...რაღაცები მაწუხებს." არაა საჭირო განმარტვა, თუ რას ნიშნავს ეს რაღაცები.

ლოტი სევდიანად იღიმის, შემდეგ კი თავს უქნევს და უჯრას აღებს, სადაც ;მენიუ უდევთ. „რამე გამოვიძახოთ?"

ლუი თვალებს ატრიალებს, მაგრამ თანხმდება. „ალბათ საუკეთესო გამოსავალია."

ჯიბიდან ტელეფონს იღებს და გრძნობს, როგორ ეჭიმება მკერდი, როცა ხედავს, რომ ახალი შეტყობინება არ აქვს.

ლოტი მკლავში ხელს ჰკიდებს და ნაზად გაჰყავს სასტუმრო ოთახში. ბოლოს ჩინური სამზარეულოდან უკვეთავენ, ჩუმად ლაპარაკობენ და თან ტელევიზორს უყურებენ. ლუი ცდილობს, ბრინჯისგან თავი შეიკავოს და ამაზე ახსენდება, რომ დღე არ ურბენია. მაგრამ სხვა რამეები უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ვიდრე დიეტა.

ცდილობს, არ იფიქროს და ფილმზე კონცენტრირდეს, მაგრამ შემაწუხებელი ფიქრები თავში უბრუნდება. ასეთ ტემპში თუ გაგრძელდება, შეიძლება შემდეგ კვირამდე ვეღარც გაძლოს.

ჰარიზე საერთოდ არც უნდა ფიქრობდეს. არც კი ბრაზობს იმის გამო, რაც ჰარიმ უთხრა. ის ხომ სიმართლე არ იყო. ჰარი სისულელეებითაა სავსე. ლუის უბრალოდ იმიტომ აღიზიანებს, რომ ასეთი იდიოტია და ჰგონია, რომ ყველაფერი იცის. რაც მან თქვა, იმ სიტყვებმა ლუიზე ვერანაირად იმოქმედეს და რომც ემოქმედათ, ლუი არაფერს შეცვლიდა. და რაც ამის შემდეგ მოხდა...ხო. ჰარის რაღაც უცნაურობა სჭირს. ნამდვილად ჰარის ბრალია ყველაფერი. მორჩა, მასზე აღარ იფიქრებს. ძალიან კარგი.

Unbelievers  (ურწმუნონი)Where stories live. Discover now