თავი 7

1.3K 62 64
                                    

ლუის ტელეფონში ვოისმეილი ხვდება, როცა იღვიძებს. ჰარის ისევ მის გვერდით სძინავს და ლუის ტელეფონი ყურთან ახლოს მიაქვს, რომ მოისმინოს.

„იოოოო!" ამბობს ხმა. ნაილი იქნება. გუშინ ღამე გამოუგზავნია. „ლუი, დღეს გადამაგდე. სკოლიდანვე, ერთი სიტყვაც კი არ გითქვამს." ნასვამი არაა, მაგრამ ალბათ კაიფშია. „არავის უთხარი, მაგრამ შეგეძლო ჩემთვის გეთქვა. შემდეგ კი ყოველგვარი მესიჯის გარეშე გადამაგდე. შეშლილი ხარ. მიყვარხარ, მაგრამ ტრაკი ხარ. და შეშლილი. ამ ბოლო დროს თავს ჩემგან შორს იჭერ, მე კი ნარკოტიკებს მარტო ვიღებ მანქანაში. შენმა დამაც კი არ იცის სად ხარ!"

შემდეგ პაუზაა. ლუის სუსტი მუსიკის ხმა ესმის, შეიძლება რამდენიმე ადამიანის ლაპარაკიც. მაგრამ ნაილმა თქვა, რომ მარტო იყო.

„ეს ჩვენი ბოლო წელია, მეგობარო." ნაილს ხმა ურბილდება, მაგრამ მაინც გაღიზიანებულია. „შენ კი უცნაურად იქცევი და თავს შორს იჭერ. ეს არ მომწონს, ბიჭო. შენზე გაბრაზებული ვარ! ვიცი, რომ ლაპარაკს ვერ იტან, მაგრამ მგონი ახსნა-განმარტება გმართებს. მე ყოველთვის შენ მხარეს ვარ, მეგობარო, მაგრამ ისე ნუ მაგრძნობინებ თავს, თითქოს შენ ამას საერთოდ არ აფასებდე."

ამის შემდეგ ხაზი წყდება. პირველი ფიქრი, რამაც ლუის გაუელვა ის იყო, რომ ნაილის ირლანდიური აქცენტი ქრება, როცა ის სვამს ან ეწევა. მეორე კი ის, რომ ლუი საშინელი, საშინელი მეგობარია. შეშლილი და ტრაკია, როგორც ნაილმა თქვა.

„გაბრაზებული ზღარბი." ბუტბუტებს ჰარი. ლუი მარჯვნივ იყურება და ნახევრად თვალგახელილ ჰარის ხედავს.

ლუი ახლა ჰარის ხასიათზე არაა. ტელეფონს იღებს და ფიქრობს, რა მისწეროს ნაილს. წესით მესიჯს არ უნდა სწერდეს. დარეკვაც კი არ იქნებოდა სწორი. უნდა მივიდეს და ძალიან ძლიერად ჩაეხუტოს, ბოდიში მოუხადოს და დაარწმუნოს, რომ სულელურ საქციელს შეცვლის. რატომ ჩანს ეს ასეთი რთული?

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Oct 19, 2021 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

Unbelievers  (ურწმუნონი)Where stories live. Discover now