7

461 54 102
                                    

დილით ძალიან ადრე გამეღვიძა. გადავწყვიტე დღეს უნივერსიტეტში არ წავალ მინდა იუნგის შეხვედრა ვთხოვო. ტელეფონი ავიღე და იუნგის ნომერი მოვძებნე
- დავრეკო?.....რომ ეძინოს?? მაგრამ მაინც ჯობია დავურეკო......- ნახევარი საათი ამაზე ვფიქრობდი დამერეკა თუ არა ბოლოს მაინც დავურეკე. თავიდან არავინ მიპასუხა და როგორც იქნა აიღო!

იუნგის POV
მშვიდად მეძინა როცა ჩემი ტელეფონი აწკრიალდა. ვეცადე დამეიგნორებინა მაგრამ არადა არ წყვეტდა!!
,,ამის დედაც ვინ ჯანდაბა ხარ" - ვთქვი და ტელეფონს დავხედე აელინი იყო თავი ზიზღით ჩავრგე ბალიშში ახლა მზად ვიყავი ცოცხლად გამეტყავებინა.
*რაგინდა? - უხეშად ვუთხარი და მის პასუხს დაველოდე მაგრამ ხმა არ ამოუღია - ჰეი!! რას მირეკავ ჩუმად თუ უნდა იყო?
*გაგაღვიძე? - ახხ რა სულელი გოგოა აბა დილის შვიდზე რას უნდა გააკეთებდაააა??
*კი
*ბოდიში იუნგი რაღაც უნდა გთხოვო
*გისმენ მალე მითხარი
*შენთან შეხვედრა მინდა
*პაემანზე მპატიჟებ? - სიცილით ვუთხარი
*შეიძლება თუ არ გაწყობს შენ დამპატიჟეს - თქვა და გაიცინა
*კარგი კარგი სად შევხვდეთ?
*ამ ******* კაფეში გაწყობს?
*კი თერთმეტ საათზე იქ იყავი
*კარგი რა მაგ დროს არ მცალია 9 ზე იმ კაფეში იყავი
*სერიოზულად? ძილი მჭირდება!!
*კარგად იუნგ გელოდები - ეს თქვა და გათიშა

,,იუნგ? რა იუნგ? როდის მერე იუნგ? სახელს რატო მიმოკლებს?? რაუნდა ამ გოგოს??" - ჩემთვის ვბუზღუნებდი როცა ჯინის ხმა გავიგონე
- შეუყვარდი აელინს?
- ვერ ხედავ? - ვთქვი და ბალიშში თავი ჩავრგე - აუუ ჯინნ არ გინდა შენ შეაყვარო თავი? დავიღალე უკვე!!
- ბავშვო ჩემი სახისთვის ეგ ბავშვი იდეალური არ არის
- გაეთრიე ჩემი ოთახიდან ნარცისო ინდაურო!!!
- უიმეე უჟმური -. თქვა და გავიდა. აიშ რა ვქნა ახლა ცხრამდე? რატომ გამაღვიძე აელინ???

9 სთ :
უკვე კაფეში ვიყავი და ველოდებოდი ადრე მივედი ის კი ზუსტად ცხრაზე მოვიდა. ლამაზად ეცვა...მოტკეცილი შავი შარვალი თეთრი ტოპი და თეთრი ბოტასები. საყვარელია....კიარადა რას გავს

when you're a girl  (დასრულებული) Where stories live. Discover now