Chapter 1

367 18 5
                                    

გაფრთხილება:
მოთხრობა ნათარგმნია ინგლისურიდან. შესაძლოა შეიცავდეს სექსუალურ შინაარსს, გინებას და ძალადობას.
______________________________
"რიცხვები არასწორია, ამის ასლის ახლიდან გადაღება მოგიწევთ და ამასთან ერთად მისტერ სტოუნი მალე აქ იქნება." დავიყვირე ბოლო ხმაზე.

ჩემი სამი თანამშრომელი ფერმკრთალი და შეშინებული იყო. გულში ჩამეღიმა, ეს არ გამოვაჩინე, რომ ხალხზე გავლენის ქონა მომწონდა. მომწონდა უპირატესობის ქონა.

სამივემ სწრაფად დატოვა ოთახი, ყველა მათგანი სხვადასხვა გზაზე წავიდა. იმედია ახლა მაინც გააკეთებენ საქმეს კარგად. აღარ მინდოდა კიდევ ერთხელ მეყვირა იგივე მიზეზით.

იღბლიანი აღმოვჩნდი და მათ საქმეს თავი კარგად გაართვეს. მისტერ სტოუნი მოვიდა ჩემს ოფისში და დამღლელი შეხვედრის შემდეგ ყველაფერი დავამთვარე დღეისთვის.

სახლში მანქანით მივედი. მანქანის ტარება მომწონდა, ეს ის ერთ-ერთი საქმე იყო რასაც მეთვითონ ვაკეთებდი. მანქანა გავაჩერე ჩემი დიდი თანამედროვე აპარტამენტის წინ. კარი გავხსენი და სიმშვიდეში შევედი.

ქურთუკი კართან ახლოს მდებარე გარდერობში დავკიდე და სამზარეულოსკენ გავემართე, სადაც ჩემი შეფი, მარინე დავინახე. ის საუკეთესო შეფია და ასევე ყველაზე კარგად მომუშავე, ვინც კი მყოლია ჩემი ფრთების ქვეშ.

ჩემი საჭმელი გამზადებული დამახვედრა. არასდროს დამჭირვებია ლოდინი მისთვის, რომ საჭმელი გაემზადებინა. მან ზუსტად იცოდა როდის ვბრუნდებოდი სახლში და იმ დროისთვის სულ მზად იყო. როგორც კი ჩემი საჭმელი მომართვა მარტო დამტოვა ჩემს დიდ აპარტამენტში.

ტელევიზორი ჩავრთე მარინეს მომზადებული უგემრიელესი ქათმის კერძის ჭამისას. შაბათ-კვირის საუკეთესო ინგლისის გუნდის ფეხბურთის მატჩის მომენტებს ვუყურებდი. ასე ძალიან არ მენატრება ჩემი ქვეყანა. მე საკმაოდ კმაყოფილი ვიყავი ჩემი ცხოვრებით ნიუ იორკში.

Mr CEO (ქართულად)Tempat cerita menjadi hidup. Temukan sekarang