Chapter 4

141 17 1
                                    

"ვაღიარებ, გაკვირვებული ვარ." ამბობს ვაიოლეტი.

მას შევხედე, ქვემოდან ზემოთ ავათვალიერე. მას ეცვა ნაცრისფერი როლინგი, boyfriend ჯინსები და თეთრი კონვერსები. ის საყვარლად გამოიყურებოდა.

"რატომ?" ვკითხე მე

"ტომისთან კარგად იქცეოდი."

"ის მომეწონა."

"ანუ შენ მხოლოდ მათთან ხარ კარგი ვინც შენთანაც კარგადაა და მოგწონს?" მან მკითხა და კბილები დაკრიჭა.

"ასეა."

"ესე იგი მე გძულვარ." თქვა ღიმილით

"ამ...შენ ნორმალური ხარ." ვიხუმრე რაზეც გაიცინა.

საავადმყოფოდან გასვლა განვაგრძეთ. ჩემი შავი რეინჯ როვერი შევამჩნიე, მაგრამ გადავწყვიტე ჯერ ის მიმეცილებინა თავის მანქანამდე. ის ძველ ვოლკსვაგენთან გაჩერდა, რომელსაც ყვითელი გაცრეცილი ფერი დასდევდა. ის შემზარავად გამოიყურებოდა, ისე თითქოს მალე მოკვდებოდა.

"მეხუბრები ხო?"  ვეკითხები.

"რა?" მკითხა გაოგნებულმა.

"შენი მანქანა ნეხვის გროვაა."

"ჰეი! მერის გულს ნუ სტკენს." ამბობს ის და მანქანისკენ თითს იშვერს.

"მერი?" ვეკითხები მე.

"ჩემი მანქანა. მას მერი ქვია." გამიღიმა.

"ღმერთო ჩემო." ამოვისუნთქე. "სახლში მე წაგიყვან."

"რა? არა! რაზე ლაპარაკობ."

"ამ მანქანით მოკვდები."

"მოკეტე! ის ნორმალურია." ის მანქანას შეეხო ისე თითქოს მას ამშვიდებდა.

"ვერ ვიჯერებ რომ მანქანისთვის სახელი გაქვს."

"რატომ?" თქვა შუბლშეკრულმა.

"სასაცილოა."

"საერთოდ არა. ამას უფრო ახლოს მიყავხარ ნივთთან."

Mr CEO (ქართულად)Where stories live. Discover now