1.

178 10 32
                                    

ანამ ფისკ დავიწყებ მინდა გითხრათ, რომ აქ ნახსენები ქალაქები არის ჩემი გამოგონილი და არ არის რეალური

_____________________________________________

არსებობდა ჯადოსნური ტყე სადაც თავმოყრილი იყო ჩვენთვის კარგად ნაცნობი ზღაპრის გმირები.
ისინი ერთ დღეს ხაფანგში გაებნენ და აღმოჩნდნენ იქ სადაც არ არსებობს ბედნიერი დასასრული.

ჩვენს სამყაროში.

ეს კი აი ასე მოხდა:

ჰორიზონტზე ცხენს მიაგელვებდა პრინცი, ჩქარობდა, რაც შეიძლება სწრაფად უნდა მისულიყო მისი საყვარელი ადამიანის სანახავად და ბოლოჯერ ენახა მისი ნაზი და მშვენიერი სახე, ისე ვერ გაუშვებდა აქედან, რომ მისი ტკბილი ტუჩების გემო კიდევ ერთხელ არ ეგრძნო.
ადგილზე მისულს კი მისი ცხოვრების სიყვარული კუბოში მწოლიარე დახვდა რომელსაც გარს ჯუჯები შემოჰხვეოდნენ.

- უკვე გვიანია -  უთხრა ერთ-ერთმა ჯუჯამ.

- არა, არა- დაიყვირა პრინცმა და გსმჭირვალე კუბოს ზემოდან დაჰყურებდა. მისი საყვარელი ადამიანი ისევ ისეთი მშვენიერი იყო როგორც აქამდე, ისევ ისეთივე ნაზი და ლამაზი სახე ჰქონდა როგორც ადრე- კუბო გახსენით წარმოთქვა პრინცმა და თვალებიდან ცრემლები გადმოსცვივდა.

- ვწუხვარ ის აღარ არის- თავი დახარა ბუზღუნამ

- ბოლოჯერ დავემშვიდობები გთხოვთ- ტიროდა და ჯუჯებმაც კუბოს თავი მოხსნეს.  მშვენიერმა პრინცმაც დრო არ დაკარგა და ფიფქიას ტუჩებზე ნაზად აკოცა. ამ დროს კი მთელი ტყვე ცისარტყელის ტალღამ გადაფარა და ფიფქიამაც თვალები გაახილა.

- შენ- პრინცს ხელი ლოყაზე დაადო- მიპოვნე.

- ეჭვი მეპარებოდა?

-სიმართლე გითხრა არც ისე მშვიდად მეძინა.

- დამშვიდდი მე შენ ყოველთვის გიპოვნი.

- დაიფიცე- ღიმილით უთხრა ფიფქიამ და მშვენიერმაც დაიფიცა ოღონდ არა ამ მომენტში არამედ ქორწილში.

ერთხელ ზღაპარშიWhere stories live. Discover now