5

46 3 0
                                    

ორი ნახევარძმა და მამინაცვალი ეტლში სხდებიან და მიიწევენ სასახლისკენ სადაც პრინცის საპატივსაცემოდ მეჯლისი იმართება.
ომეგა დაძონძილი ტანსაცმლით, სახლში რჩება და მის დასუფთავებას განაგრძობს.

ომეგა სევდიანად გაჰყურებს არემარეს და ხედავს სასახლიდან როგორ ბრწყინავს ფოიერვერკები.
ერთ მომენტში მას სევდა იპყრობს და ასე განაგრძობს ეზოს დასუფთავება.
გოგონა ისეა გართული ამ საქმით ვერც კი ხედავს როგორ ფეინდება ეზოში ფერია და როგორ მიიწევს მისკენ.

- არ იდარდო ძვირფასო,შენ მეჯლისზე წახვალ- პატარა წერტილისლოდენა ფერია ადამიანად იქცევა.

- თქვენ ვინ ხართ - ომეგას  გაკვკვირვებისგან ცოცხი ხელიდან გაუვარდა.

- მე, შენი, ნათლია ფერია ვარ და აქ იმისთვის მოვედი, რომ მეჯლისზე გაგიშვა.

- მაგრამ მამინაცვალმა მითხრა, რომ იქ ვერ წავალ- მოიწყინა ომეგამ.

- შენს მამინაცვალს ეს არააქვს- ჯადოსნური ჯოხი გამოაჩინა- ამ ჯოხს შეუძლია წაგიყვანოს პრინცთან და მაშინ...- ფერიამ სიტყვის დასრულება ვერ მოახერხა რადგან პირდაპირი მნიშვნელობით აფეთქდა და მისგან მხოლოდ მტვერი დარჩა. ამის შემდეგ კი მის ადგილას გამოჩნდა ბნელი რუმპელ შტილცკინი და ფერიის ჯოხი დაისაკუთრა.

- რაა? რა გააკეთე- ომეგამ შიშისგან უკან დაიხია.

- მშვიდად, მშვიდად, მე ის მივიღე რაც მინდოდა- სიცილით წარმოთქვა ბნელმა.

- რაა? შენ ჩემი ნათლია ფერია მოკალი, მას, მეჯლისზე უნდა გავეშვი.

- კარგი რა კონკია, ამას მე გავაკეთებ და შენ საკუთარ ცხოვრებას მოგცემ.

- ჩემი ცხოვრება სახლის დალაგება, ჩემი ნახევარძმების და მამინაცვალის მსახურებაში ყოფნაა- კონკიამ სევდიანად წარმოთქვა თითოეული სიტყვა. ის ხომ მუდამ ნახევარძმებს და მამინაცვალს ემსახურებოდა.

Você leu todos os capítulos publicados.

⏰ Última atualização: Jul 04, 2022 ⏰

Adicione esta história à sua Biblioteca e seja notificado quando novos capítulos chegarem!

ერთხელ ზღაპარშიOnde histórias criam vida. Descubra agora