3.

24 4 5
                                    

- მე ფიფქია ვარ-თქვა ჯინმა და გაიღიმა, ჯიმინს კი სახეზე ფერი ეცვალა. მართალია არ სჯეროდა ჰოსოკის ნაამბობი მაგრამ იმის მოსმენა, რომ ადამიანი რომელთანაც უკვე თითქმის მეგობრობს ფიფქიაა. თანაც იმ მომენტში როდესაც უთხრეს, რომ ის ფიფქიას და მშვენიერის სიყვარულის ნაყოფია- თქვენ ვის გამსგავსებთ- ისევ ამოიღო ხმა ჯინმა.

-მე...მე წიგნში არ ვარ- გაჭირვებით მოუყარა სიტყვებს თავი.

- გასაგებია- უხერხულად გაიღიმა ჯინმა.

- ჯინ იცი რა მაინტერესებს?

- გისმენ.

- ჰოსოკის ექიმზე მინდოდა მეკითხა. ვინ არის მისი ექიმი და რა ხდება მის თავს.

- დიახ ეს ცოტა რთული საკითხია. ის უკვე დიდი ხანია ექიმის კონტროლის ქვეშ იმყოფება.

- და ვინ არის მისი ექიმი შეგიძლია მითხრა?

- დიახ, მისი ექიმი მისტერ სმითია. ის მკურნალობს უკვე წლებია.

- კარგი ჯინ მადლობა- თქვა ჯიმინმა და მაშინვე ექისკენ აიღო გეზი.

კარზე კაკუნი გაისმა რომელიც არდა არ წყდებოდა. სმითი კი იძულებული გახდა კარი გაეღო.
კარის გაღებისთანავე ჯმინი დაინახა და სახლში შეიპატიჟა.

- მისტერ პაკ რას მივაწერო თქვენი ვიზიტი?- გაკვკვირვებით იკითხა სმიტმა.

- მე აქ ჩემი ჩემი შვილის გამო ვარ.

- კონკრეტულად რა გაინტერესებთ?

-რისგან არის გამოწვეული ზღაპრის გმირების რეალურ ადამიანებთან გაიგივება. რატომ იქცევა ჰოსოკი ასე.

- ზღაპრები მისი სამყაროა, ის ამით რეალობას წყდება და ზღაპრების და სამყაროში ეშვება. ეს ყველაფერი მისთვის კომფორტის ზონაა, ცდილობს ყველაფერი ზღაპრებს დაუკავშიროს.

- ეს სიგიჟეა- თქვა ჯიმინმა.

- იმედია მას ამას არ აგრძნობინებთ. სიტყვა "გიჟი" არც არც ისე კარგად ჟღერს  და ეს მას უფრო დათრგუნვს. თუ გნებავთ შემიძლია მისი კვლევები განახოთ- სმითი ადგა და ჯიმინს ჰოსოკის კვლევები მოუტანა- შეგიძლიათ წაიღოთ და გადახედოთ ოღონდ ისევ უნდა დამიბრუნოთ უკან.

ერთხელ ზღაპარშიWhere stories live. Discover now