¹³

941 126 294
                                    

ჰოსოკს ძმა სახლში მიჰყავს და ანერვიულებულ ჯინს ეუბნება, რომ არ იცის, სად არის ნამჯუნი, ამ დროს კი თეჰიონი უცნაურად უყურებს, მაგრამ ხმას არ იღებს და ბინაში შედის.

- და მაინც რა მოხდა თქვენს შორის ნამჯუნი რომ გაიქცა?- ინტერესდება სანამ ბინაში შევა და კარს მოიხურავს.

- ისეთი არაფერი, ვიჩხუბეთ. - ოხრავს ჯინი და ტელეფონს დაჰყურებს.- იქნებ სავადმყოფოების და პოლიციის განყოფილებაში დარეკვა დავიწყო?

- არაფრის გამო შენს საძებნელად არ წამოვიდოდა და შენ სახლიდან არ წახვიდოდი. - ჯინს ინფორმაციას ნამჯუნზე არავინ მისცემს, ომეგაზე ჰოსოკს აქვს მეურვეობა.

- ქორწინებაზე და შვილებზე ჩამოვარდა ლაპარაკი. თქვა რომ შვილები არ უნდა და ჩხუბი მოგვივიდა, მე სახლიდან წამოვედი, ის სახლში დარჩა. ღამე ჩემს მშობლებთან დავრჩი, შემდეგ კი იმ დროისთვის დავბრუნდი, როცა დენა უნდა დაწყებოდა, მაგრამ სახლში აღარ დამხვდა.

- აშკარად რაღაც ისეთი უთხრი, მაგრამ ეს ჩემი საქმე არაა.- ჰოსოკი კარებს უხურავს, ვერ ხვდება რა ჯანდაბა მოხდა და რა უთხრა ჯინმა ბიჭს ისეთი, რომ ნამჯუნს მისი დანახვაც არ უნდა და სიტყვები " ისევ ყველაფერს მე დამაბრალებს და ვერ გავუძლებ" ახსენდება. ღმერთმა იცის ამ ორს შორის რა მოხდა.

- ჰიონ... მამას ეტყვი?

- წადი, შხაპი მიიღე და დაიძინე.- ოხრავს ჰოსოკი, მამის ოთახს უახლოვდება და მასაც გასაღებით აღებს. მამაზე ჩახუტებულ ჯონგუკს მშვიდად ძინავს, ჰოსოკი კი ფრთხილად იღებს ჩიფსის, შოკოლადის ცარიელ შეკვრებს და ბოთლებს და გამოდის. - რას მიყურებ, გამოიძინე, ხვალ ისევ პოლიციის განყოფილებაში ვართ წასასვლელი.

- მამას ეტყვი?

- რა თქმა უნდა, ვეტყვი. საქმე მარტო შენ კი არა, ნამჯუნსაც ეხება.- სისინებს და კარებს იხურავს. - და საერთოდ რატომ იყავი მასთან ერთად?!

Fox's Hunt | Sope / JihopeWhere stories live. Discover now