¹⁴

964 117 300
                                    

- თუ აღიარებ, რომ მოგეწონა, მეც ვაღიარებ, რომ წინაზე მომეწონა.

- იუნგი.- ეცინება ჰოსოკს და მის გვერდით მწოლ ალფას უყურებს. - ამ წუთას აღიარე, რომ მოგეწონა.

- სულაც არა!- მზერა ჭერიდან მასზე გადმოაქვს და აღშფოთებული უყურებს ჰოსოკის სიცილს, შემდეგ კი ეღიმება.- კარგი, მომეწონა. ახლა შენი ჯერია.

- მომეწონა, მაგრამ უახლოეს მომავალში ამის გამეორებას არ ვაპირებ. - იცინის ჰოსოკი, ბიჭს იუნგის მკლავზე უდევს თავი და იუნგი თმებზე ეთამაშება.- ჩემს საჯდომს შესვენება სჭირდება.

- მანიშნებ, რომ ჩემმა უკვე შეისვენა?- ეცინება იუნგის, ჰოსოკი სიცილში ჰყვება, მაგრამ იუნგი მაინც ამჩნევს, რომ ბიჭი რაღაც არასასიამოვნოზე ფიქრობს. - რამე ხდება?

- დღეს მთელი ღამე მანქანის ტარება მომიწევს.- იუნგის მის წუწუნზე ეცინება და ბიჭს იხუტებს, ჰოსოკი კი წინააღმდეგი ნამდვილად არაა, პირიქით ალფას ეკვრის.

- სამუშაო მივლინება?

- არა, მამა და ძმები მიმყავს სხვაგან.- ოხრავს.- იუნგი...

- მმმ...

- ეს ჩემი პირველი ურთიერთობაა.- "და სამწუხაროა, რომ დიდი ხანი არ გაგრძელდება" - გულში ამატებს ჰოსოკი, ბედნიერი იქნებოდა, რომ მეტი დრო ჰქონოდათ. - და მშია!

- ახლა მართლა გავხარ ომეგას.- ეცინება იუნგის, ტელეფონი გვერდითა ოთახში აგდია, თორემ რამეს შეუკვეთავდა. საშინლად ეზარება რამის მომზადება, მაგრამ ჰოსოკი თავს არ ანებებს, სამზარეულოში აგდებს, მეც მალე მოვალ და რამე გამიკეთეო.

პასტა უკვე დუღილს იწყებს, როცა ჰოსოკი სამზარეულოში შედის, იუნგი სოუსისთვის ნიორს ჭრის, მაგრამ ლამის მის თითებსაც ზედ აყოლებს, როცა ჰოსოკს ხედავს, რომელსაც წელს ზევით არაფერი აცვია.

- ჩაგეცვა მაინც.

- ცხოველი ხარ.- ბუზღუნებს ბიჭი, იუნგი კი დამცინავი ღიმილით, ცალ წარბ აწეული შეჰყურებს.- ჩემ ვალენტინოს პერანგს არცერთი ღილი არ აქვს შერჩენილი!

Fox's Hunt | Sope / JihopeDonde viven las historias. Descúbrelo ahora