.3.

45 3 0
                                    


ერთ საათზე მეტია რაც საავადმყოფოში ვარ...
მარცხენა ხელი შეხვეული მაქვს, რადგან ღია ჭრილობა მქონდა... წარბი კი გახეთქილი...
აქედან წასვლა მინდა... მაგრამ მალევე ოთახის კარი იხსნება და იქიდან ჯეონი შემოდის.... ჩემს საწოლს უახლოვდება და
ხელებს იჯვარედინებს...
ჯეონი:თავს როგორ გრძნობ?
მე:შედარებით უკეთ... აქედან მალე წავალ?
ჯეონი:ჯობია დღეს აქ დარჩე...
მე:რა? არა გთხოვ... აქ ყოფნა არ მინდა...
ჯეონი:ამას მე ვერ გადავწყვიტავ....
მე:ექიმს დაუძახე მაშინ... დაველაპარაკები...
ჯეონი:ემა უბრალოდ დაიძინე....
მე:აქ ვერ დავრჩები... გთხოვ.. რამე გააკეთე...
ჯეონი:... კარგი... დამშვიდდი... შევეცდები დავარწმუნო ექიმი... მაგრამ ვერაფერს დაგპირდები...
მე:მადლობა...
ის პალატიდან გავიდა.... მალევე კი ჩემს ტელეფონზე შეტყობინება მოვიდა... ძლივს ძლივობით მივწვდი და როგორღაც ავიღე...
დავინახე ერთი მესიჯი იყო მოსული დაფარული ნომრიდან... მაშინათვე გავხსენი....
*.... :გამარჯობა ემა... იმედია თავს კარგად გრძნობ..
*მე:ვინ ბრძანდებით?
*.... :შენ მე მიცნობ... მაგრამ ჯერჯერობით მინდა ეს საიდუმლოდ დარჩეს...
*მე:არ მესმის რა გინდათ?
*... :მხოლოდ შენ!
ეს რომ მომწერა ძალიან შემეშინდა.. მინაწერი სასწრაფოდ გამოვრთე და ტელეფონიც დავბლოკე... არ ვიცოდი რა მეფიქრა... ვინმე მეთამაშება...?.. თუ ყველაფერი სერიოზულად ხდება....
მოულოდნელად კარი გაიღო და ჯეონი შემოვიდა...
ჯეონი:ექიმ.....  რამე მოხდა? სახეზე ფერი არ გადევს...!
მე:არა.... არაფერი.....
მან ეჭვის თვალით შემომხედა.... მაგრამ საუბარი მალევე გადაიტანა სხვა თემაზე..
ჯეონი:ექიმი დავითანხმე შენს გაწერაზე.. მაგრამ მხოლოდ იმ პირობით რომ მომდევნო სამი დღე თავს არ დაიტვირთავ..
მე:კარგი... ახლა შეიძლება წავიდეთ?
ჯეონი:კი.. მოემზადე.. მე გარეთ დაგელოდები....
და პალატიდან გავიდა...
...............
... :აგენტო B. საქმესთან დაკავშირებით სიახლეები არ არის..
B:რაღაც უნდა ვიღონოთ.. ეს საქმე გამოუძიებელი არ უნდა დარჩეს...! აგენტი კიმი სად არის?!
თეჰიონი:აქ ვარ... აბა რამე გამოვტოვე?!
B:პრობლემაც ეგ არის რომ არაფერი.. საქმეში წინსვლა არ გვაქვს!!
თეჰიონი:ვფიქრობ რომ რაღაცას ვერ ვხედავთ..! დამნაშავე 10 წლიანი შუალედის შემდეგ საკმაოდ შეცვლილია.. ვერ ვხვდები მისი ეს ცვლილება რისგან არის გამოწვეული...
B:6 გოგონა.. არანაირი ფიზიკური მსგავსებით.. ნუთუ არჩევითობის პრინციპით მუშაობდა?
თეჰიონი:ვფიქრობ რომ კი...
B:ახალი მსხვერპლი გარდაცვლილი ჯერ არ გვიპოვია.. ვფიქრობ რომ ის ჯერ კიდევ თან ყავს....მაგრამ რატომ 1 თვიანი შუალედი... ასეთი დიდი დროით არცერთი მსხვერპლი არ ყოლია...
თეჰიონი:ყველაფერი იცვლება... ის ხელწერას ცვლის...
B:ის ჩვენს მოტყუებას ცდილობს....
.................
დილით ადრე გამეღვიძა... მიუხედავად იმისა რომ (უნი) ში არ მივდიოდი... ჩემი ყურადთება მოულოდნელად მოსულმა რამოდენიმე შეტყობინებამ მიიქცია...
მაშინათვე გავხსენი...
*... :დილამშიდობისა..
*... :თავს როგორ გრძნობ?
*... :მომენატრე...
მაშინვე ნომერს ვაკვირდები... ნუთუ ისევ ის არის... ან საერთოდ ვინ ჯანდაბაა?!! გაღიზიანებული მის იგნორირებას ვახდენ და ტელეფონს სრულებით ვთიშავ...
გაბრაზებული ქვევით ჩავდივარ და სამზარეულოში საუზმის მომზადებას ვიწყებ...
ჯეონი:დილამშვიდობის...
უკნიდან ხმა მესმის... სიბრაზეს ვერ ვმალავ და არც კი ვტრიალდები...
მე:დილამშვიდობის...
ჯეონი:კარგად ხარ?
მე:კი... შესანიშნავად...
ჯეონი:უნდა იწვე.. ექმმა თქვა...
მე:კარგად ვარ... არმაინტერესებს ექიმმა რა თქვა..!
მისკენ სწაფად ვბრუნდები და ოთახისკენ ვიწყებ წასვლას..
ჯეონი:ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს რაღაცას მალავ...! თუ რამის თქმა გინდა არ მოგერიდოს..
მე:....  არაფერი მაქვს სათქმელი...
ამას ვამბობ და ჩემს გზას ვაგრძელებ..
.............
სამი დღეა რაც სახლში ვარ..... სამსახურიდან უფროსმა დამირეკა, მითხრა რომ ამ დღეების სანაცვლოდ იქიდა კვირაში დასვენება აღარა მეკუთვნის... ამიტომ გადაბმულად მომიწევს მუშაობა...
ორშაბათი ჩვეულებრივად დაიწყო...
სასწავლებელში არაფერი ხდებოდა  განსაკუთრებული.... მანამ სანამ გოგონების გადახდელში გარდაცვლილი გოგოს გვამი არ აღოაჩინეს...
ეს ნამდვილი შოკი იყო... დაუყოვნებლივ მთელი სკოლა პოლიციით გაივსო... ყველაფერი გადაკეტეს... როგორც გავიგე ეს გოგო 1 თვის უკან დაიკარგა და მასზე ძებნა იყო გამოცხადებული... ვერავინ ხვდებოდა თუ ვისი გაკეთებული იყო ეს და ამიტომაც ერთმანეთის ეჭვის თვალით ყურება დაიწყეს...
საბედნიეროდ სკოლიდან მალევე გამოგვიშვეს... მეც შესაბამისად სამსახურში არ დამიგვიანია...
მთელი დღის განმავლობაში ყველა ამ თემაზე ლაპარაკობდა... გაზეთებში ამ გოგონას სურათები იბეჭდებოდა უამრავ თეორიებთან ერთად...მე კი თავში მხოლოდ თეჰიონის მონაყოლი 10 წლის წინანდელი შემთხვევა მედგა...
იქნებ ამ შემთხვევებს რაიმე საერთო აქვთ....
ამაზე რაც უფრო მეტს ვფიქრობდი, მით უფრო მეტის გაგების სურვილი მიჩნდებოდა....
საღამოს სახლის გზაზე მიმავალს უცნაური შეგრძნება დამეუფლა.. ვიგრძენი რომ უკან ვიღაც მომყვებოდა.... მოულოდნელმა შეხებამ კი წამოყვირება მაიძულა.
ლი მინი:ჰეი.. ჰეი.. მე ვარ.... დამშიდდი...
მე:თქვენ?! ღმერთო როგორ შემაშინეთ!! აქ რას აკეთებთ?!
ლი მინი:მეგობართან ვიყავი სტუმრად... შემდეგ თქვენ გამახსენდით და ვიფიქრე ვინახულებთქო მაგრამ კაფე დაკეტილი დამხვდა... თუმცა უკანა გზაზე დაგინახეთ.. ვიფიქრე გამოველაპარაკებითქო.... ბოდიშით თუ შეგაშინეთ...
მე:აჰჰ...კარგი...არაუშავს...
ლი მინი:სახლში მიდიხართ?? შემიძლია მიგაცილოთ...
მე:იყოს საჭირო არ არის...
ლი მინი:ასეთ დროს მარტო ხომ არ ივლ...
ჯეონი:ემა!!
ჩემი სახელის გაგონებამ ჩემი ყურადღება  მიიქცია და მაშინათვე უკან მივბრუნდი...
იქ ჯეონი დავინახე... ჩვენსკენ როგორც ყოველთვის წარბშეკრული მოდიოდა...
მე:ჯეონ?? აქ რას აკეთებ??
ჯეონი:იგივე შემიძლია გკითხო...
მე:სამსახურიდან მოვდიოდი...
ჯეონი:და თქვენ?!!
ლი მინი:ლი მინი... სასიამოვნოა თქვენი გაცნობა...
მან ჯეონს ხელი გაიწოდა... თუმცა ჯეონს მისთვის არც შეუხედავს...მაშინათვე აარიდა მზერა და მე შემომხედა...
ლი მინი:ქალბატონ ემას სახლამდე მიცილებას ვაპირებდი... ისეთი დროა რომ საშიშია ასეთ დროს ახალგაზრდა გოგონას მარტო სიარული....
ჯეონს აშკარად დაეტყო უკმაყოფილება..... შევამჩნიე რომ რაღაც არ ესიამოვნა და წამში კუნთები დაეჭიმა...
ჯეონი:მართალი ბრძანდებით... ქუჩები მანიაკებით არის სავსე... მაგრამ ნუ ინერვიულებთ... კიმ ემას უსაფრთხოებაზე თვითონ ვიზრუნებ.... თქვენი დახმარება საჭირო აღარ არის...
ლი მინი:რათქმაუნდა... იმედი მაქვს ასეა... ახლა კი დაგემშვიდობებით.... შეხვედრამდე ემა....
ის გატრიალდა და სიბნელემ შთანთქა...
ჯეონი:მივდივართ!!!
მე:ძალიან უხეში ხარ!!
ჯეონი:ამიერიდან მარტო აღარ ივლი..... როცა მუშაობას მორჩები კაფის წინ დაგელოდები...
მე:არ არის საჭირო....
ჯეონი:მაგას მე ვწყვეტ!
მე:ზედმეტი მოგდის!
ჯეონი:სასწავლებელში შენი ასაკის გოგონას ცხედარს პოულობენ... შენი აზრით ამის შემდეგ ასეთ დროს შენი მარტო სიარული შეიძლება?!
მე:და ამას რატომ აკეთებ??
ჯეონი:შენ თუ მოკვდები... ქირის გადამხდელი აღარავინ მეყოლება....
მე:ჰაჰ... სერიოზულად..?!!
ჯეონი:აბა რა გეგონა??
მე:მე ლაპარაკს მოვრჩი!!!
ჯეონი:არ მესმის რა გაბრაზებს?? შენ გეგონა რომ...
მე:მორჩი!! შენთან ლაპარაკი აღარ მინდა.!
მისგან პატარა ჩაცინება მესმის... თუმცა მას ყურადღებას აღარ ვაქცევ და სახლისკენ სწრაფი ნაბიჯით მივდივარ....
..............
2 დღის შემდეგ...
სკოლის კანცელარიაში ვარ... მისის ჩიოს 10 წლის უკანდელი დამამთავრებელი კურსის სტუდენტების სიას ვთხოვ...
ისიც ცოტა გაკვირვებული იწყებს ძიებას კომპიუტერში და მალევე დაბეჭდილ სიას მაწვდის...
მას მადლობას ვუხდი და იქვე ნაცნობი სახელების მოძებნას ვიწყებ...
ჩიო:ვის ეძებ??
მე:ამ... აქ მემგონი ჩემი ერთი ნათესავი სწავლობდა... მას ვეძებ...
ჩიო:ეგ წლები ყველას კარგად გვახსოვს... თუ გამოსაშვებ კლასში იყო შეიძლება მახსოვდეს კიდეც...
მე:ამმ... არამგონია... სემესტრის დასაწყისშივე გადავიდა... და რას გულისხმობთ იმ წლებში და რატომ უნდა გახსოვდეთ? რამით გამორჩეული იყო სხვებისგან?
თავი ისე მოვაჩვენე თითქოს არაფერი ვიცოდი... მაინტერესებდა მისი აზრი ამ საკითხზე...
ის გვერდით ფრთხილად მომიჯდა და შედარებით დაბალი ხმით დაიწყო საუბარი...
ჩიო:10 წლის წინ ამ ქალაქში საშნელება დატრიალდა... ერთმანეთის მიყოლებით პოლიციამ 6 გოგონას გვამი იპოვა... ეს კატასტროფა იყო...
მე:ისინი გამოსაშვები კურსის სტუდენტები იყვნენ??
ჩიო:დიახ... ექვსივე მათგანი.. პოლიციამ ვერაფრის გარკვევა შეძლო... მხოლოდ ერთი პიროვნება ყავდათ დაკავებული თუმცა მალევე ისიც უდანაშაულოდ ცნეს..
მე:იმ გოგონებს რამე საერთო ქონდათ? რატომ მაინცდამაინც ისინი?
ჩიო:პირველი ორი გვამი ერთმანეთს ძალიან გვანდნენ და პოლიციელებმაც იფიქრეს რომ მკვლელი მათ გარეგნულად არჩევდა... მაგრამ შემდეგი მსხვერპლების გარეგნობამ ეს მიდგომა გააბათილა...
მე:ნუთუ არავინ დაუკითხავთ.. არავინ არაფერი იცოდა?
ჩიო:როგორც მახსოვს არავინ...

... აგენტი B... Donde viven las historias. Descúbrelo ahora