თავი მეცხრე

16 1 0
                                    

TW: 18 დეკემბერი ; try of su1c1de ;

ჰემინს 2017 წელი დაიწყო თუ არა უამრავი საქმე გამოუჩნდა. გადაღებები და გასაუბრები თითქმის ყოველდღე ჰქონდა. თებერვლისთვის კი იაპონიაში მოუწია წასვლა გადაღებებზე. მუდამ დაკავებული ჰემინისთვის საქმეში დრო სწრაფად გადიოდა, მაგრამ ახალიწლის დღე ყოველთვის ახსენებდა თავს. ის დღე შესანიშნავად დამთავრდა, სახლში მიაცილა ჯონჰიონმა და რაც მოხდა მათ შორის მაგაზე ერთი სიტყვაც არ დაცდენიათ. თითქოს ორივეს ეშინოდა ხმამაღლა გრძნობებზე ლაპარაკის. მას შემდეგ კი საუბარიც ვერ მოახერხა მასთან. ჰემინი ძლივს დაუკავშირდა ჯონჰიონს დაბადებისდღეზე, მაგრამ მათი საუბარი დიდხანს არ გაგრძელებულა და არც რაიმეთი განსხვავდებოდა სხვა საუბრებისგან. ამან უფრო დააბნია ჰემინი, ნუთუ მხოლოდ კოცნა იყო და მეტი არაფერი მისთვის, შესაძლოა საერთოდ არაფერს გრძნობდა მის მიმართ, ეს ფიქრები ჭამდა მთლი დღე ჰემინს. რატომ იყო ყველაფერი ასეთი რთული, მის ცხოვრებაში ერთი წამიც არ ყოფილა ჩვეულებრივი, ჩვეულებრივი დაბადება, ჩვეულებრივი ოჯახი, ჩვეულებრივი სიყვარული...
ჰემინმა კიდევ დიდხანს ვერ მოახერხა უკან დაბრუნება. ყველა გადაცემაში მიწვევას თანხმდებოდა, პატარა რეკლამის გადაღებებზეც არ ამბობდა უარს.
მალე ზაფხულმაც ჩაიარა, თბილი შემოდგომაც იწურებოდა. ცივი ზამთარი მოდიოდა და ამის შესახებ ჯერ არც არავინ დარდობდა.
დილით უსიამოვნო შეგრძნებამ გამოაღვიძა ჰემინი. თავი ძლივს აწია ბალიშიდან. შეციებული, საბანში უფრო გაეხვია. თითქოს დაღლა ამდენი ხნის შემდეგ ახლა იგრძნოო, არაფრის გაკეთების სურვილი არ ქონდა, იმასაც ფიქრობდა მთელი დღე ასე ლოგინში ხო არ გავატაროო. ხელი ნელა გამოწია საბნიდან და მუსიკები ჩართო. მშვიდდმა მელოდიებმა ძილი ისევ მოგვარა, მალე თავს უკან ბალიშზე დაადებდა, რომ უცბად შეტყობინება მოუვიდა
- ააჰ, ნუთუ უკვე გაიღვიძეს, რატომ არ ძინავს ამ ხალხს უფრო დიდხანს, რა აუცილებელია ყველაფერი დილაადრიან დაიწყოს
წუწუნის მიუხედავად, ჰემინმა ბუზღუნით აიღო მობილური
- „ მენატრები“ –
ჰემინს მთელ ტანში გააჟრჟოლა. ყურები დაუგუბდა, თითქოს ოთახი უცბად გაიყინაო, საშინლად შეაცია. „დაწყნარდი ჰემინ, ეს ხომ შესანიშნავია. ადამიანს, რომელიც ძალიან გიყვარს მოენატრე.. მაგრამ .. მაგრამ“ ჰემინმა გულზე ხელი მოიჭირა „რატომ მაქვს საშინელი შეგრძნება“. რაღაც ხდებოდა, სწრაფად ჩაიცვა. კორეის ბილეთები შეიძინა. თვითმფრინავში მოუთმენლობისგან ვერ წყნარდებოდა. რაც შეიძლება სწრაფად უნდა ენახა ჯონჰიონი. ფანჯარას გახედა, ჩამავალი მზე ბოლო სხივებს გზავნიდა ჰემინისკენ.
დეკემბრის მე-19 დღე იწყებოდა.

before our spring comes • Yoon Jeonghan Wo Geschichten leben. Entdecke jetzt