ოცდამესამე

180 23 1
                                    

- ოც წუთში გემი დატოვებს სადგურს.

თეჰიონს  გამცილებლისგან ეს სიტყვები ჩაესმა და მას შემდეგ სულ გონებაში იმეორებს. წამებს ითვლის რომ ზუსტად გათვალოს რას როდის იტყვის და რამდენი დრო დარჩება.

19 წუთი

ფიქრობს და უცნობისკენ ტრიალდება.

- იმედია დიდი ხნით არ შორდებით ჩვენს ქალაქს.

- არვიცი, ზუსტად კი ვერ გეტყვით პასუხს, განა ვიცი რას გვიმზადებს ხვალინდელი დღე?

ქერათმიანს მოეჩვენა თითქოს განზრახ ეთქვა უცნობს ეს სიტყვები და ცოტა დაიბნა კიდეც, დაავიწყდა შემდეგ რაუნდა ეთქვა და არჩია პირი სულ მოეკუმა, არასწორად რომ არ დასცდენოდა რამე.

- ყოველშემთხვევაში, თუ იმას მივაგენი რასაც ვეძებ, აქ ნამდვილად დავბრუნდები.

- გკითხავდით რას ეძებთ, მაგრამ თქვენს საქმეში ცხვირის ჩაყოფა გამოვა.

თავისი დამუშავებული ბოხი ხმით და ძველებური აქცენტით მიმართა,ფილმებში რომ ქონდა ნანახი.

- მეც გიპასუხებდით, მაგრამ არ ვფიქრობ რომ ეს აუცილებელია.

თეჰიონს ცოტახანი არაფერი უთქვამს .

უცნაურად პასუხობდა უცნობი და ქერათმიანიას პასუხის გასაცემად ფიქრი სჭირდებოდა.

- რაც არ უნდა იყოს, თუ დახმარება დაგჭირდებათ, რითიც შემიძლია ხელს შეგაშველებთ, ოქროზე ვმუშაობ კარგად და როგორც შევატყვე თქვენს საქმეს ერგება.

- მე რომ დამჭირდებით მაშინ თქვენ აქ არ იქნებით ახალგაზრდავ.

- უკაცრავად?

უცნობისკენ მთლიანად შეტრიალდა, ისე რომ ცალი ხელი მოაჯირიდან არ აუღია. ეშმაკურ ღიმილსა და თითქოს რაღაცის მთქმელ მოლურჯო თვალებს არ ელოდა,ეცადა გაკვირვება არ შეემჩნია და იმას ყურადღება არ მიაქცია თუ რამდენად კარგად გამოუვიდა ეს.

პეპლის ეფექტიWhere stories live. Discover now