მეშვიდე

311 49 9
                                    

აბა ჰე.

" თეჰიონი შენს გარდა არავის გაიკარებდა "

- ჯინის ბარში მივდივართ - თქვა ქერამ, მაგრამ უფრო ჯონგუკს უხსნიდა სიტუაციას

- სად დაიკარგე? მეგონა მოკვდი თეჰიონ - გზისთვის თვალი არ მოუშორებია იუნგის

- საქმეები მქონდა, თვითონ სად იყავი

- მეც მქონდა საქმეები. იმდენი ამბავი მოხდა,ნამჯუნი ცოლს გაშორდა და ცოტახნით ბარში ცხოვრობს

- არც გამკვირვებია,დღე დღეზე ველოდი. ყოველთვის იგრძნობოდა მათ ურთიერთობაში რაღაცის ნაკლებობა, მიზიდულობა არჰქონდათ - წამით ჯონგუკს გახედა, მერე ისევ იუნგის მოუბრუნდა - ხომ ხვდები არა?

- ვხვდები, ვხვდები , მაგრამ არმეგონა თუ გაშორდებოდნენ.ნამჯუნს თავისით საჭმლის გაკეთებაც არ შეუძლია,ვინმე აშკარად სჭირდება.

- ართქვი ბარშიაო? არამგონია ჯინმა მარტო დატოვოს, ზუსტად ვიცი, დაეხმარება

- ეგ ყველამ ვიცით, მაგრამ არც ისე ახლოს არიან - ღრმად ამოისუნთქა და სარკიდან ჯონგუკს გახედა - შენ როდის მოხვედი ბაჭია

- ბაჭია? - თეჰიონი წინ წამოიწია

- ცოტა ხნის წინ ჩამოვედი

- ბევრი ხნით თუ ?

- ალბათ, ბევრი ხნით

- ალბათ? - ქერა ჯონგუკისკენ შეტრიალდა - რა ალბათ? ჯონგუკი სულ აქ იქნება - ბიჭი ახლოს მიიწება - შენ კიდე მაგარი ნაცნობივით ნუ ელაპარაკები.

- კარგი მანქანაა - თემის შეცვლა სცადა ჯონგუკმა და მანქანას თვალი მოავლო.

- მთლად ქვეყანას არაქცევს, მაგრამ სხვაში არგავცვლი

- ცოტა ძალიან უყვარს ეს ჯართი, წინა სავარძელზე არავის სვამს, იმიტომ გადმოგვაგდო უკან

- ჯართი თვითონ ხარ, შენ საერთოდ არ გყავს

- წინ რატომ არავის სვამ?

- რავი ასე მივეჩვიე - ჯონგუკს გახედა-
პატარა რომ ვიყავი, მე უკან ვიჯექი, შენ, რომ ზიხარ იქ, მამაჩემი აქ იჯდა, ჩემს ადგილას,დედაჩემი - ხელი გვერდითა სავარძელს გადაუსვა - აგერ.
მერე დედაჩემი მოკვდა,
მამაჩემს სიარულის სურვილიც აღარ ჰქონდა და შემრჩა ეს მანქანა.
მერე ვფიქრობდი, მეც მნიშვნელოვანი პიროვნება უნდა დამესვა აგერ, ჩემს გვერდით.

პეპლის ეფექტიWhere stories live. Discover now