დაკარგული

71 4 27
                                    

     ადამიანის თვალი ყველაფერს განსხვავებულად ხედავს, სხვადასხვა პერსპექტივით. სწორედ ამიტომ არის სამყარო საინტერესო, რომ მას მრავალი თვალით შეიძლება შეხედო და ერთიანი დასკვნა ვერც კი გამოიტანო. რეალურად იგი მხოლოდ ქაოსის უსასრულო სავანეა, სადაც ცუდი თუ კარგი, ლამაზი თუ უშნო, უცნობი თუ ნაცნობი, ნათელი თუ ბნელი - ეს ყველაფერი მნიშვნელობას ერთად კარგავს. არ აქვს მნიშვნელობა, სიცოცხლე სასრულია თუ უსასრულო. მთავარი ისაა თუ როგორ გამოვიყენებთ ჩვენს დროს. მთავარია, გვქონდეს ჩვენი ცხოვრების გზა და სხვაგან არ დავიკარგოთ, ანდაც დავიკარგოთ, რა მოხდება? ვინ იცის...



                                                                                    ***

წვიმის წვეთები, სველი, ჩუმი ქუჩები, რომელთა სიჩუმესაც წვიმის ხმა არღვევს, არღვევს ისე, როგორც ამავე დროს, რომელიღაც გალაქტიკაში უკუნეთი დუმილი ირღვევა. სამი მოზარდი ბიჭი ერთად მოაბიჯებს. თითქოს მათი სიცილი აიგნორებს ცუდი განწყობით სავსე დღეს, თითქოს არც იმჩნევენ. ცუდი არა იმიტომ, რომ ამინდის ბრალია, არამედ იმიტომ, რომ ირგვლივ ყველაფერი თითქოს ბნელეთმა მოიცვა.

-ლუკა და დავით, დარწმუნებული ხართ, რომ დედა არ გვეჩხუბება? წესით ახლა უნდა მეცადინეობდეთ... - თქვა ორი წლით უმცროსმა ძმამ.

 -არა, რა თქმა უნდა. მაგრამ სამეცადინო დრო კიდევ გვაქვს, გამოცდები ზეგ არის, ზეგამდე დიდი დროა.

-მართალი ხარ, - დაადასტურა ლუკამ, რომელიც ძმებს შუაში ამოდგომოდა  და ორივეს მხარზე ხელები ჰქონდა დაყრდნობილი, თან ისე ნელა მიდიოდნენ.

-ლუკა, მომაშორე შენი ხელები! ისედაც მძიმეა ჩემი ჩანთა. - ამბობს მარტენი (უმცროსი ძმა).

ცა თანდათან უფრო და უფრო მუქდება, ქუხილიც უფრო და უფრო ხმამაღალია. ამჯერად ცაში ხმაურმა მათი ყურადღება მიიპყრო და როდესაც ცას გაჰყურებდნენ, უცბად ლუკასის თვალწინ მრგვალი, უშველებელი თეთრი, თითქოს მუქ ღრუბლებში გარეული ნათება წარმოიქმნა. ეს იყო კარები, რომელმაც უდიდესი ძალით მიიზიდა ბიჭები და მათგან ლუკასი თან წაიყვანა და გადააგდო სადღაც სხვაგან, სადაც მშობლიური პლანეტისგან ძალიან შორს იყო... 

მაოხრებლებიWhere stories live. Discover now