სინდელბერის საიდუმლო

12 1 30
                                    

ცივი საღამო იყო. ციდან წამოსული თოვლის ფანტელი ლუკასს თმასა და სახეზე ეცემოდა და მის ჯერ კიდევ სახეზე შეუმშრალ ცრემლებს ერეოდა. უფრო და უფრო აცივდა, ჩამობნელდა. მასაც ძალიან თხლად ეცვა და ძალიან სციოდა, მაგრამ ირგვლივ არაფერი იყო, არანაირი არაფერი. გარდა ერთი გზისა, რომელიც მთის ამავე ნაწილიდან, სახლის გვერდითა გაყოლებაზე პირდაპირ ცისკენ მიდიოდა. ზემოთ ხსენებული კიბეებიც სწორედაც რომ აქ იყო გამობმული. ბიჭი საშინლად ცახცახებდა. სამკაულებით სავსე ჩანთაც ზურგზე გადაეკიდა.

-შეიძლება გასაღები ზევითკენ, სინდელბერის რომელიღაც საიდუმლო კარებისთვისაა მორგებული, მაგრამ ჯერ უნდა ვნახო, აქეთ რა ხდება.

თითქოს ძალიან ეშინოდა, მაგრამ შინაგანად სიკვდილისთვის მზად იყო. მზად იყო, რადგან გაანალიზა რამდენი სიკვდილის თვით მხილველი იგი. მიხვდა, რომ ოჯახს ვეღარასდროს ნახავდა და ვერც - დედამიწას. საბოლოოდ, გამოფხიზლდა, მაგრამ ჯობდა, არ გამოფხიზლებულიყო. ჯობდა ყველაფერი ისევ ერთი დიდი ცუდი სიზმარი ყოფილიყო, რადგან გაიღვიძა თუ არა, ახალ კოშმარში ამოყო თავი. საკუთარ ფეხებს უყურებდა და ცდილობდა გადაებიჯა ნახევრად განადგურებული ხიდის პირველი საფეხურისთვის. მაგრამ ცადა აღარაფერზე ეფიქრა, უბრალოდ თვალები დახუჭა, ხიდის ბოლოებზე მობმულ თოკებს ხელი ჩასჭიდა და დაუფიქრებლად გაიქცა. ამ იდეამ გაამართლა, გადალახა ხიდი და თავი ლამაზ, პატარა,  ამავდროულად კი საკმაოდ საშიში სახლის წინ ამოყო თავი. შიგნით შევიდა. ოთახის შუაში ძველი, პატარა მაგიდა იყო, მაგიდაზე დადებული ლამპა ჩამქვრალი, ხოლო მასზე არსებული წიგნი გადაშლილი. ლუკასს სასწრაფოდ ცეცხლი სჭირდებოდა. გარეთ გავიდა, ერთადერთი, ტოტებ-შიშველა ხიდან ტოტი მოტეხა და ქვები აიღო. დაიწყო მათი ერთმანეთზე რტყმა. სცადა ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, ოთხჯერ... მაგრამ არა...

-ჯანდაბა, არ გამოდის!  - გაიფიქრა ეს და ქვები მიწისკენ მთელი ძალით მოისროლა, თავად მუხლებზე დაემხო და საფეთქელზე ხელების ნერვიულად ხახუნი დაიწყო.

მაოხრებლებიWhere stories live. Discover now