სინდელბერი...

7 1 94
                                    

საათნახევარი გავიდა, რაც მონადირე ლუკასთან ერთად ტყეში მისეირნობდა, ნახეს ფერადი, ზოგ შემთხვევაში მანათობელი მცენარეებიც, ხეები, რომლებსაც ვარდისფერი ან იისფერი ნაყოფი გამოსხმოდათ. ამ ყველაფრის შესახებ ამდენი ხანი ლუკასი მონადირის ლაპარაკს ისმენდა. ორი საათი გასულიყო და ტყეები გადაელახათ, მანამ სანამ უცნაური რამ არ შენიშნეს - უჩვეულო ყინვა წამოვიდა... 

 -აცივდა... ახლოს ვართ...

-ახლოს რასთან?

-თეთრი დემონის მთასთან.

-რა?... — შეშფოთდა ლუკასი.

-რა მოხდა? — გამოხედა ირიბად მონადირემ.

-არაფერი... მაგრამ იქ რა გვინდა? - ბიჭმა თავი დახარა და ცდილობდა მისი გამოხედვა აერიდებინა.

-რა და იდეალური ხედია, ასევე დემონიც მაგრამ ნუ გეშინია, იქამდე არ მივალთ...

-არა გრენორ, შენ მე იქ მიმიყვან! - თითქოს ლუკასში სხვა ადამიანმა გაიღვიძა, სხვა ხმით და სხვა გამოხედვით, შემდეგ კი თავის თავს დაუბრუნდა. მონადირე გაოცებული უყურებდა 10 წამის განმავლობაში, თავად კი თვალებს აცეცებდა გაურკვეველი მიმართულებით.

-საიდან იცი ჩემი...

-არ ვიცი, არ ვიცი რა მოხდა.

-როცა ეს თქვი სხვანაირი თვალები გქონდა...

-რა? როგორი?

-თეთრი, მოცისფრო, თითქოს ამ ფერის ღრუბლები დაიხვეოდა რაღაც წყვდიადში, რომელიც შენს თვალში ბინადრობდა, მაგრამ ეს... ეს თვალები ვიღაცას მაგონებს... მაგრამ ვერ ვიხსენებ.

-დემონს?...

-არა, - უპასუხა გრენორმა კითხვის გამომხატველი სახით - რატომ მეკითხები?

-დაივიწყე.

-ჰმ, კარგი.

შებრუნდნენ და გზა განაგრძეს, მაგრამ მიხვდნენ, რომ თოვლის გარდა აქ ნისლიც ყოფილიყო, რომელიც არასდროს ყოფილა სინდელბერში - მიტოვებულ მთაში არსებულ ციხე-სამოსახლოში და მის გარშემო, რომელიც საბოლოოდ თეთრი დემონის მთას გაუყვებოდა. ნისლში კი ის დახვდათ, რასაც არ ელოდნენ: სახლი, შუა მთის ფერდზე, რომლის ეს მხარეც ზედმეტად გამოწეული იყო მთისგან. გარდა ამისა, არცთუ ისე უსაფრთხო, ძველი და თოკით გაჭიმული კიბეები სადღაც მიდიოდა.

მაოხრებლებიWhere stories live. Discover now