კახეთი

113 10 0
                                    

[ირაკლი]
16 ოქტომბერი, ხუთშაბათი, 08:29
      თითქმის ერთი თვე გავიდა, რაც ანის დაბადების დღეზე ის ამბები დატრიალდა. ანი დამშვიდდა, კარგადაა. ეგ და ლიკა ძალიან კარგი მეგობრები გახდნენ, ნიკასაც ეტყობა რომ ანი ძალიან უყვარს. მეც ძალიან მიყვ... მომწონს ლიკა. მაგრამ, არ მითქვამს, ძალიან მინდა რომ ვუთხრა, მაგრამ ვერ ვბედავ, ვხედავ რომ ჩემს მიმართ გულგრილი არაა, მაგრამ იქნებ უბრალოდ მეგობრულადაა თბილი. სკოლაში ხმა გავარდა, რომ ანა მასწს და ლია მასწს (ჩემს დამრიგებელს), საერთო ექსკურსიის მოწყობა უნდათ. კარგია, იქნებ მერე მაინც გამოვუტყდე ლიკას.
        უკვე 9ის ნახევარია, სკოლაშიუნდა წავიდე, მაგრად მეზარება.
       -ანიიი,წავედიით-დავუძახე ჩემს დას.
       -მოვდივაარ-წივის და კიბეზე მობაკუნებს.
       -საერთოდ ამ ქუსლებით მთელი დღე როგორ ძლებ?-ვკითხე მე.
       -აუუუ, რა ცუდად გესმის გოგოების.
       -წავედით რაა-მხოლოდ ესღა ვუთხარი.

       სკოლაში რომ მივედით, ლიკა, ნიკა და ლაზარე ერთად ისხდნენ სკამზე და საუბრობდნენ ღიმილიანი სახეებით. ნიკამ ანი შეამჩნია და მისკენ წამოვიდა. ანიც წავიდა ნიკასკენ და გაახარა, ისე ჩაეხუტნენ ერთმანეთს თითქოს გუშინ არ ნახეს ერთმანეთიო. ანის ძალიან უხარია ხოლმე ნიკას ნახვა, ძალიან შეუყვარდათ ერთმანეთი, მართალია ჯერ ერთმანეთისთვის არ უთქვამთ მაგრამ, ანის ხუთი თითივით ვიცნობ და ვატყობ ყველაფერს ვხედავ როგორიც უყურებს ნიკას, შეყვარებული თვალებით. მივედი ლიკასთან და ლაზარესთან, კამათობდნენ.
         -აი გურჯაანს რას ერჩი- უთხრა ლიკამ ლაზარეს.
         -არაფერსაც არ ვერჩი ლიკა, უბრალოდ ვერ ვხვდები რა უნდა ვნახოთ იქ-უთხრა ლაზარემ.
         -რასამობ ბიჭო, გურჯაანის ყველაწმინდა, ორგუმბათიანი ეკლესია, სამკურნალო ტალახი, და მერე თუ გინდა წავიდეთ ამ შენს თელავში.
         -რა ხდება?-ვიკითხე მე.
         -რა ხდება და ხომ იცი ჩვენმა კლასის დამრიგებლებმა საერთო ექსკურსიის მოწყობა რომ გადაწყვიტეს?-შემომანათა თავისი ცისფერი თვალები ლიკამ, მე თავი დავუქნიე-ხოდა, ვაჟბატონი ლაზარე ამბობს რომ უნდა წავიდეთ მხოლოდ თელავში, მე კიდევ ვამბობ რომ თელავის მაგივრად გურჯაანში წავიდეთ, რათა ვნახოთ ულამაზესი ყველაწმინდა, და მერე იქიდან გადავიდეთ სიღნაღში, სიყვარულის ქალაქში, სიღნაღი ბევრად ლამაზია ვიდრე თელავი-თქვა ლიკამ.
         -ლაზარე თელავში რა გინდა გაფიცებ-ვკითხე მე.
         -რა მინდა და..-ვერ დაასრულა, ეგრევე მივხვდი მაგრამ არ ჩავუშვი სირცხვილი იქნებოდა.
         -ვაიმე ლაზარეე..-როგორც ჩანს ლიკაც მიხვდა-არ მითხრა რომ თელავში გოგონების სანახავად მიდიხარ.- გადავიხარხარე.
         -საიდან მიხვდაა?- მე მომიბრუნდალაზარე, მე მხრები ავიჩეჩე.
        -მამიდაშვილი მაინც არ იყო-უთხრა ლიკამ.
        -შენი მამიდაშვილია?-ვიკითხე.
        -კიი, მთელი ბავშვობა და-ძმასავით ვიზრდებიდით და ეხლა ჰგონია რომ ეს მე დამაჯერებს რომთელავში ასწლოვანი ჭადრის და ნადიკვარის ნახვა უნდა.-ჩაიკისკისა საყვარლად. მე ჩამეღიმა.
        -კარგი ჰო-დანებდა ლაზარე- რა სიღნაღში რა გოგოები არ იქნებიან თუ რაარის?-ამ სიტყვებზა ლიკამ თავი გააქნია და ხელში რომ რვეული ეჭირა იმაში რაღაც ჩაინიშნა-რა ჩაიწერე- დაინტერესდა ლაზარე.
        -ჩვენი მარშრუტი, თბილისი-გურჯაანი, გურჯაანი სიღნაღი და სიღნაღი-თბილისი.-ზარი დაირეკა- ამ საღამოს ჩემთან გადმოდი და დეტალურად ჩამოვწეროთ და ხვალ გავაცნოთ ბავშვებს დღის განრიგი ზეგისთვის, აბა გვრიტებო-ნიკას და ანის გასძახა რომლებიც საუბრობნენ და კისკისებდნენ-წავედით?
       -ჰაა ზარი ესე მალე დაირეკა?-თქვა ნიკამ.
       -ვაიმეე, ნეტა ამას ჭკუა მიეცეს და მე ფულირაა-გადმომიჩურჩულა, მე ჩამეცინა მასაც გაეცინა.
       -რა გაცინებთ? წავედიით ძმაო-ლაზარე მოგვადგა.
       -გაკვეთილების შემდეგ გნახავ-ვუთხარი ლიკას.
       -კაი- და წავიდა ანისკენ და ნიკასკენ რომლებიც კოცნას აპირებდნენ-ოე კნუტებო, ან ოთახი იქირავეთ ან წამოდით გაკვეთილი იწყება.
       -კაი წავიდეთ ხო?-უთხრა ანიმ ნიკას, თუმცა ლიკა რომ მიბრუნდა მაინც აკოცეს ერთმანეთს, ვაიმე ეს ბავშვებიი...
       -ბასუსებო მეთქი-მიაძახა ლიკამ და გაიქცა კლასისკენ.
       -კაი წავედით, კარგად ძამიკო- დამემშვიდობა ანი.
       -ოოჰ შემამჩნიე?-ენა გამომიყო და წავიდა.
       -ჩვენც წავიდეთ-ვუთხარი ლაზარეს და როდესაც წასვლა დავაპირე მკლავში ხელი წამავლო და გამაჩერა.
       -მოიცა, მოიცა-და თვალებში შემომხედა-ლიკას რა სახით უყურებ-ოპაა გამომიჭირეს.
       -რაა.. მე...რა სახით ვუყურებ კაცოო.... ჩვეულებრივ... უბრალოდ...- დავიბენი.
       -ჰაა, ჩემი ბიძაშვილი ხო არ შეგიყვარდა ბიჭო, თვალებში შემომხედე და ისე მიპასუხე.
       -ლაზარე ძალით არ მიდოდა... უბრალოდ.. ასე გამოვიდა რა-მეგინა ახლა რაც ძალი და ღონე აქვს დამარტყავს და აქვე გამთიშავს თქო მაგრამ ამის მაგივრად სიცილი აუტყდა-რა გაცინებს?
       -ირაკლი შენ უნდა გენახა რა სახით მიყურებდი -ბოლო ხმაზე ხარხარებდაა-ვაუუ ბრაატ, რავი რა უნდა ვთქვა მიხარია რომ შენ მოგეწონა და არა ვიღაცა იდიოტს.
-მადლობა ძმაა, წამო გაკვეთილზე-ვუთხარი და გაკვეთილზე შევედით.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Feb 26, 2023 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

მე და ის💟Where stories live. Discover now