6

1.2K 92 6
                                    

დღება დღე როდესაც არაფერი იცი არც გაინტერესებს უბრალოდ გინდა იგრძნო, განიცადო, შეიგრძნო. არაფერი აღარ გადარდებს მხოლოდ გინდა მას შეეხო, შეისწავლო მისი თითოეული ნაკვეთი. გონება არ გაძლევს იფიქრო რაიმე სხვაზე.. მხოლოდ ის, წამიერი გაფიქრება მასზე და შენს სახეზე ღიმილი ჩნდება.. მის ბაგეების დაგემოვნევაზე ისევ და ისევ დეჟავუს გრძნობ. მას ისეთი გემო აქვს რომ არასდროს გინდა შენს ბაგეებს მოსწყდეს. ჩვენ სრულიად განსხვავებულები ვართ მაგრამ ამით ერთმანეთს ვავსებთ, ერთმანეთი გვჭირდება... მისი შეხება ჩემში შერეულ გრძნობებს იწვევს... მათბობს... აღმაგზნებს.... მე ის მინდა ძალიან მინდა... მისი ის თავხედი ღიმილიც კი ისეთი მიმზიდველი მეჩვენება... მინდა მისი თითოეული დეტალი გადმოვცე... დავხატო... ის დაუვიწყარია...

კაფეტერიაში ვზივარ და ჯერ კიდევ ახალ გაღვიძებული საუზმეს ვაშტერდები თან თვალებს ვიბშვნეტ. კამეფეტერია ნახევრამდე სავსეა, ბოლო ნახევარი კი სულ ცარიელია. გუშინ თეჰიონმა კოცნის შემდეგ დამტოვა არც კი ვიცი რას აკეთებს... რატომ მკოცნის თითქმის ჩვენს ყველა შეხვედრაზე... ეს ძალიან მაბნევს.... ასე უბრალოდ ნებისმიერს კოცნის ? წარბებს მაღლა ვწევ და ხელში სენდვიჩს ვიჭერ და ვკბენჩ. ვიმედოვნებ ასე უბრალოდ არავის კოცნის, ასე არ შეიძლება. ჭამისას პირდაპირ ვიყურები და ვხედავ როგორ შემოდის თეჰიონი კამფეტერიაში, ტყავის შარვალი აცვია მომდგარი და ჩვეული ტყავის ქურთუკი ბათინკებზე. კაფეტერიას თვალს ავლებს, ჩვენი მზერა ერთმანეთს ეჯახება ის კი ისევ თავის თავხედურ ღიმილს მჩუქნის. ლუკმა მცდება და სხვა მხარეს ვიხედები, ვახველებ და გულზე ხელს ვისვამ. ჯანდაბა მაინცდამაინც ეხლა უნდა გადამცდენოდა? რძის ბოთლს თითებს ვხვევ და ბაგეებთან მიმაქვს, ვიყუდებ და ბოთლს ნელა უკან ვაბრუნებ მაგიდაზე. მაგრამ ჩემს გვერდით მჯდომ თეჰიონს ვხედავ და ვკრთები. თვალები მიფართოვდება რასაც მისი ჩაცინება მოჰყვება, ჩემს ბაგეებს აკვირდება და ხელი ჩემს სახესთან ახლოს მოაქვს, ცერას ნელა მატარებს რძით მოსვრილ ბაგეებზე ისე რომ თვალს არ აცილებს. მის საქციელისგან გაკვირვებული და განაბული ჩუმად შევცქერი მის ამ ქმედებას. ახლოს იწევა ჩემს სახესთან ნელა....

FallingWhere stories live. Discover now