...რიკარდო...

119 16 56
                                    




ნამდვილი ჭეშმარიტების მაძიებელი ჯეონ ჯონგუკი ლაბორატორიაში ბოლთას სცემდა და გაფაციცებით ათვალიერებდა მიმდინარე რეაქციებსა და ექსპერიმენტებს.

-დიდებულია ბატონო დანგ...შესანიშნავად ატარებთ ამ მართლაც რომ ჭეშმარიტ ექსპერიმენტს.-ჯეონი აღტაცებული იყო მეცნიერებით და მასთან დაკავშირებული თემებით.ყოველთვის ახლის ძიებაში იყო,ამიტომაც ძალას და ფულს არა იშურებდა ამ ყველაფრისთვის.

უდიდესი ლაბორატორია,დაქირავებული პროფესიონალი მეცნიერები და უამრავი სიახლე ჯეონის უდიდესი სიამოვნება გახლდათ.

მაგრამ ამ ბოლო დროს,ბიჭი ძალიან დიდი რაღაცით იყო დაკავებული.მისი სურვილი შესაძლებლობებს სცდებოდა.მის წინაშე მეცნიერები უძლურები იყვნენ,მაგრამ ის ჯიუტად მიიწევდა წინ,ყოველგვარი მოცდის გარეშე.მას სურდა შეექმნა ახალი სქესი,ახალი ადამიანი,ადამიანი ანგელოზი და ადამიანი სილამაზე,რომელიც არაამქვეყნიური პერსონა იქნებოდა.პერსონა სახელად-რიკარდო,რომელიც ახალი ერის პირველი არსება იქნებოდა.

რიკარდო დაანგრევდა ბუნების იმ კანონებს,რომელებსაც ასე საგულდაგულოდ ვსწავლობთ და ვემორჩილებით.რიკარდო შეცვლიდა სამყაროს უკეთესობისკენ.

ამ ოცნების განსახორციელებლად ჯონგუკმა ცნობილი კორეელი მეცნიერები მოიწვია,მაგრამ მათ მაფიოზის სურვილის შესასრულებლად უკან დაიხიეს.მხოლოდ ერთადერთმა განაცხადა თანხმობა,რომელიც მიწასთან ასწორებდა ყველა რელიგიას და არ სჯეროდა ბუნების კანონების.დიდძალმა ფულმა და დიდების მოხვეჭამ დანგ იონ-ს უდიდესი ნაბიჯი გადაადგმევინა.

მსოფლიოს 10 ქვეყნიდან ჯეონმა ათი ადამიანი ჩამოიყვანა,რომელებსაც ექსპერიმენტში მონაწილეობის სანაცვლოდ დიდ ძალი ფული შესთავაზეს.

მე-11 პერსონა ჯეონმა თავისი მშბლიური ბუსანიდან ჩამოიყვანა,ის ერთადერთი კორეელი იყო ჯგუფში.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Dec 14, 2021 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

ნამდვილი ჭეშმარიტება/JiKookWhere stories live. Discover now