თავი პირველი

107 3 0
                                    


 ვინ ვართ? რატომ მოვედით დედამიწაზე? გავჩნით და დავდივართ ზედ. ვცხოვრობთ თუ ვარსებობთ? იქნებ უბრალოდ ცხოველები ვართ, რომლებიც ჩვენს ზემდგომობას მაღალი ინტელექტით ვამტკიცებთ. მაგრამ, საინტერესოა, იქნებ ცხოველებს უფრო აქვთ ადამიანობა შერჩენილი, ვიდრე ჩვენ, ჰომოსაპიენსის სახეობას. ვინ იცის? 

რატომ მიტრიალებს ბანაობისას ეს ზოგადსაკაცობრიო თემები თავში? არ შეიძლება უბრალოდ მუსიკას ვუსმინო ან იმაზე ვიფიქრო ხვალ რას ჩავიცმევ? ღმერთო ჩემო...

- ნია შენ აბაზანაში გადახვედი საცხოვრებლად? - მეძახის დედაჩემი ქვემოთა სართულიდან.

- ახლავე გამოვალ! - გავძახე, პირსახოცი მოვიხვიე და კაბინიდან გამოვედი.

სარკეში ვიხედები და ვფიქრობ, რა განმასხვავებს მე სკოლის ცნობილი გოგოებისგან? იქნებ ის, რომ საკმარისად გამხდარი არ ვარ, ან თმა მაქვს არასწორად შეჭრილი, იქნებ აკნეა, რომელმაც დამტანჯა. ეჰ, რას ვიზავთ, ჯობია საღამური ჩავიცვა და აბაზანიდან გამოვიდე, თორემ ამდენ ორთქლში შეიძლება გულიც წამივიდეს.

ჩემს ოთახში შევედი. ძალიან მიყვარს ამ ოთახში ყოფნა. მგონია, რომ ძალიან მგავს. პატარაა, კედლები ნეონის იასამნისფერი შუქებით მაქვს განათებული, ზედ პოსტერები და ჩემი ნახატები კიდია. ვარდისფერი საწოლი და თეთრ ფერში გაწყობილი სამეცადინო კუთხე ჩემი საყვარელი ადგილია. სულ მანდ ვარ. საწოლზე დავჯექი და ვფიქრობ, ხვალ სკოლა მაქვს. ერთი ჩვეულებრივი დღე, რომელიც არაფრით განსხვავდება გუშინდელი, გუშინწინდელი ან ხვალიდნელი დღისგან. ძალიან დავიღალე ერთფეროვნებით. გაღვიძება, სკოლა, კერძო მასწავლებლები, სახლში მეცადინეობა და ძილი. შემდეგ ისევ და ისევ. გარშემო ყველა ერთიდაიმავეს იმეორებს, რომ ეს არის ახალგაზრდობის საუკეთესო წლები. თუ ეს ჩემი ცხოვრების საუკეთესო პერიოდია, კარგად მქონია საქმე. რას ვიზავთ, ჯობია დავიძინო, ხვალ სკოლაა და ვინ იცის, იქნებ რაიმე ახალიც მოხდეს.

ღირს სიყვარული?Where stories live. Discover now