თავი მეორე

55 4 0
                                    

გათენდა. ის მომენტია, როდესაც თვალებს ახელ და გაღვიძება უჩვეულოდ გსიამოვნებს, სექტემრის თბილი ჰაერი აბიჯებდა ფართოდ გაღებული ფანჯრიდან. ქვემოთა სართულიდან ამომავალი სურნელით ვხვდებოდი, რომ დედა ბლინებს აკეთებდა. ტელეფონი ავიღე. ჩემი საუკეთესო მეგობრის მესიჯი დამხვდა - "რვაზე შენთან ვარ, არ დააგვიანო" იმისდა მიუხედავად, რომ კარგ ხასიათზე გავიღვიძე ადგომა მაინც ძალიან მეზარებოდა. სხვა გზა არ იყო. ავდექი, სახე დავიბანე, კბილები გავიხეხე და კარადასთან მივედი. და ისევ, დიდი ზოგადსაკაცობრიო კითხვა - რა ჩავიცვა? რა საინტერესოა, რამდენი ხანიც არ უნდა ვიფიქრო ამაზე, დიდად გამორჩეულად მაინც ვერასდროს გამოვიყურები. მაღალწელიანი შავი შარვალი, შავი ბათინკები და ფერადი როლინგი ჩავიცვი. კიბეებზე ჩავდივარ და ბლინის სუნი უფრო და უფრო ძლიერდება, შესაბამისად ჩემი შიმშილის გრძნობაც.

- არ დაგაგვიანდეს, ნია!

- არაუშავს, მაინც მიმიღებენ, დედა. მამა სად არის? ნიკას კიდევ სძინავს?

- მამაშენი უკვე სამსახურშია და ნიკა უნივერსიტეტშია.

ფიქრებში წავედი და ტელევიზორის ხმა ყრუდ ჩამესმოდა. მაგრამ ხმამ მაშინ მიიქცია ყურადღება, როდესაც გამოაცხადეს - "დაკარგულია დემეტრე ჩიქოვანი. სამი მეგობარი საღამოს დასალევად გავიდა და სახლში მათგან მხოლოდ ორი დამბრუნდა. მისი მშობლები..." ღმერთო ჩემო, დემეტრე ჩემი კლასელი იყო, ბავშვობიდან მომწონდა, თავიდანვე კლასის ვარსკვლავბიჭუნა იყო, ყველას უყვარდა. მასთან ახლოს არასდროს ვყოფილვარ, ჩემზე ძერსკ გოგოებს ემეგობრებოდა ყოველთვის. ნეტავ სად წავიდა, ხომ კარგად არის, წარმოდგენაც არ მინდა სკოლაში რა ამბავი იქნება დატრიალებული.

- ეს შენი კლასელი არ არის? ვაი, საწყალი მისი მშობლები! - მეუბნება დედაჩემი და ხელს პირზე იფარებს

- კი, დე, ჩემი კლასელია. იმედია კარგად არის. ალბათ მალე იპოვიან, სად წავიდოდა - ვთქვი და გავწითლდი, გადავწყვიტე მოქცევა თითქოს დიდად სრულიადაც არ მაინტერესებდა და მადარდებდა მისი დაკარგვა. მაგრამ სინამდვილეში ვერ წარმოიდგენთ რა დამემართა. კი, მართალია დემეტრე და მე მეგობრები არასდროს ვყოფილვართ, თუმცა ეს ის ბიჭი იყო, რომელზეც ყოველღამე, დაძინების წინ ვფიქრობდი, რომელთანაც უამრავი გამოგონილი მოგონება მაკავშირებდა. ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ვიღაცამ უძვირფასესი ადამიანი წამართვა, ვგრძნობდი, რომ უფრო ვწითლდებოდი, მცხელოდა, თავი საშინლად ამტკივდა. 

მადლობა ღმერთს დედა ამ დროს ბლინებს უტრიალებდა და ჩემი რეაქცია ვერ შეამჩნია. ყოველ შემთხვევაში, იმედია. მე ასე მომეჩვენა. წავედი, დამაგვიანდება. ვთქვი და სამზარეულოს თავი დავაღწიე. ჩემს ოთახს დავბრუნდი და ტირილი წამსკდა. ღმერთო ჩემო, რა მატირებდა, მე რომ დავკარგულიყავი დემეტრე წარბსაც კი არ შეიხრიდა. მისთვის თითქმის უცნობი ადამიანი ვარ. ამდენი ხანია კლასელები ვართ და რამდენიმე წინადადება აქვს ნათქვამი. მაგრამ არა, ცრემლები მაინც მომდიოდა, გაუჩერებლივ მოდიოდა. წარმოვიდგინე, რომ მოკლეს, რომ დაიკარგა და ყველაფერი ცუდი, რაც შეიძლებ ამას გადახდენოდა. ცრემლები უფრო და უფრო ცხელდებოდა, როდესაც დედამ ქვემოდან ამომძახა:

- ნიააა! ვილი მოვიდა! სად ხაარ?

- ორი წამი დე, საპირფარეშოში უნდა შევიდე, მოიცადოს ცოტა ხანი!

- მოოგკლავ ნიაა ! - სიცილით წამოიყვირა ვილიმ.

საპირპარეშოში შევედი, ცრემლები მოვიწმინდე და იატაკზე მშვიდად დავჯექი. ვცდილობდი არაფერზე მეფიქრა, რომ სახეზე ტირილის ნაკვალევი გაქრობილიყო. ორი სამი წუთის შემდეგ ოთახიდან გამოვედი, ქვედა სართულს მივაყურადე და როგორც კი დედა სამზარეულოდან გავიდა კიბეებზე სწრაფად ჩავირბინე, ვილის ხელი მოვკიდე, და სახლიდან სწრაფად გავიყვანე. ვილი მაშინვე მიხვდა რაც მჭირდა. თვალებში შემომხედა და მითხრა - იცოდე არ უნდა შეგეტყოს ნია! არ უნდა შეგეტყოს! არ შეიძლება, არ გამოვა, ყველა მიხვდება. ჯერ ეს ერთი არ იცი დემეტრე რა თავში ავარდნილია? სადმე გაიპარებოდა, ნუ ნერვიულობ!

- არ შემეტყობა! მე რომ დავკარგულიყავი არც კი ინერვიულებდა. ნატალიმ ინერვიულოს, მაგისმა ბოზმა, მე რა მანერვიულებს?

-მართალი ხარ ! წავედით და სხვა რამეზე ვიფიქროთ.

- ოქეი. რა ქენი აბა? დაწერე მათემატიკა?

...

ღირს სიყვარული?Where stories live. Discover now