თავი მესამე

44 3 0
                                    


ოდესმე გქონიათ შეგრძნება, შენს სხეულში, სულში და გონებაში ერთი ნეგატიური გუნდა რომ შეიკვრვრება, დაძვრას დაიწყებს, იგორავებს და იგორავებს. შემდეგ შეირთებს შენს გარშემო გაფანტულ პატარა შავ წერტილებს, რომლებსაც ადრე ცდილობდი ყურადღება არ მიგექცია და საბოლოოდ დიდ მორევში ჩაგითრევს? ასე მომივიდა დღეს. სკოლაში მივდიოდი. საგნებზე ვსაუბრობდი ვილისთან, ვიცინოდი კიდევაც, მაგრამ ნიღაბი იყო. მე კი არ ვლაპარაკობდი ჩემი ნიღაბი საუბრობდა. მე არც ვიცინოდი, არც ვიღიმოდი. მე მეტირებოდა. ნიღაბი ნელ-ნელა ჩამოვარდნას ლამობდა. მაგრამ არა, ვეუბნებოდი, რომ იქ დარჩენილიყო, სადაც მჭირდებოდა. მე ნიღაბი მჭირდებოდა.

სკოლაში მივედით. დაიწყო. იმ აპტარა შავი წერტილების აღმოჩენა დაიწყო. დემეტრე დაიკარგა. სკოლაში პირველი სამი გაკევათილის განმავლობაში ყველა დაგრუზული იყო. არ იცინოდნენ, თითქმის არც ლაპარაკობდნენ. მეოთხე-მეხუთე გაკვეთილებზე სიტუაცია შეიცვალა, უკვე გაკვეთილები ჩვეულებრივად ტარდებოდა და ლაპარაკითაც ბევრს ლაპარაკობდნენ. მეექვსე გაკვეთილზე იყო ღიმილიც, იყო გართობაც. ვილიც იღიმოდა, ხანდახან იცინოდა კიდეც. რა მალე შეიცვალა სიტუაცია. დემეტრე სად იყო, არავინ იცოდა, თუმცა, მგონი გულის სიღრმეში არც არავის ადარდებდა.

დავფიქრდი და რაც უფრო მეტს ვფიქრობდი უფრო ვმძიმდებოდი. რაც უფრო მეტს ვფიქრობდი, ვხვდებოდი, რომ ჩემი სევდის მთავარი მიზეზი დემეტრე არ ყოფილა. ადამიანები იყვნენ, მათი ბუნება. ეს ადრე ისედაც ვიცოდი, მაგრამ მადლობა ღმერთს არ ვუღრმავდებოდი. ახლა ჩავუღრმავდი, ვაი, რომ ჩავუღრმავდი.

მე რომ დავკარგულიყავი რა იქნებოდა? ასე იცინებდნენ? მე რომ სადმე ვეგდო, ვიყინებოდე, ცუდად ვიყო, მარტო ვიყო, ჩემი კლასელები რამდენიმე დღის მერე მაინც, ასე გაიცინებდნენ? ალბათ კი. ვილი? ვილი გაიცინეებდა? ალბათ ცოტა მეტი დროის გასვლის შემდეგ ვილიც გაიცინებდა.

რაშია საქმე, ადამიანები ერთმანეთს ვიყენებთ? მეგობრებიც კი? გართობისთვის? ან უბრალოდ დროებითი არსება გვჭირდება, რომელსაც ჩვენს გრძნობებს, სევდას გავანდობთ. არვიცი, არვიცი, ის, რომ შეიძლება მართალი ვიყო, ძალიან მაწუხებს. ერთხელ "კალმარის თამაშებში" დაახლოებით ასეთი რაღაც თქვეს, იმიტომ კი არ ვენდობით ადამიანს რომ ის ჩვენ ნდობას იმსახურებს, არამედ იმიტომ, რომ გვჭირდება ვინმეს ვენდოთო. იმედი მაქვს გავა ეს დღე და დავივიწყებ ამ შეგრძნებებს, თორემ ვიცი ნიღაბი ჩამოვარდება და დიდ დეპრესიის მორევში ღრმად ჩამიყოლებს.

სახლში წავედით. მე და ვილი მოვსეირნობდით და თან loudspeakers - "Word in my eyes" - ის ვუსმენდით. ეს სიმღერა მიყვარს. სიმღერა და საერთოდაც ხშირად ის, რასაც ადამიანი ქმნის გრძნობისგან გამოხატული ანარეკლია. ხატვა უნდა გავაგრძელო, უნდა გამოვხატო, ჩემი სევდა სადმე უნდა ჩავდო, გარეთ უნდა გამოვიტანო, თორემ გამიჭირდება. 

ღირს სიყვარული?Where stories live. Discover now