გეონილი

25 2 1
                                    

  რამდენიმე მშვიდმა დღემ განვლო. ანა და ლუკასი სოფელში მოშინაურდნენ, ისინი საფრთხეს აღარ გრძნობდნენ. ყველაფერი კარგად იყო, გაიცნეს ადგილობრივები და დამეგობრდნენ მათთან. ზოგჯერ კენჭებით სამაგიდო სტილის ოდნავ მოსაბეზრებელ თამაშს თამაშობდნენ, ზოგჯერ ანა ლუკასს მიზანში სროლასა და ხმლის ქნევაში ავარჯიშებდა. საღამოობით მთელ სოფელში ერთი დიდი ვახშამი იმართებოდა და სუფრას ყველანი დიდი მონდომებითა და ხალისით შეექცეოდნენ. ის ბედნიერება, რაც ანამ და ლუკასმა ამ ძვირფას და თავიანთი ცხოვრებისთვის უჩვეულო "ოქროს" მომენტებში შეიგრძნეს, მათ შიშის გრძნობას ჰგვრიდა, რადგან ეშინოდათ ერთმანეთის დაკარგვის. მათ შორის უკვე საკმაოდ ძვირფასი მეგობრული კავშირი იყო და ამ კავშირის გაწყვეტის ანას ცხოვრებაში პირველად შეეშინდა. მეოთხე დღეს უხასიათობისაგან დაღლილმა ლუკასმა სთხოვა, ტყეში ცოტახნით გაესეირნათ და ასეც მოხდა. ორივენი უიარაღოდ წავიდნენ. ტყეში ცოტა კენკრა იყო და კრეფას შეუდგნენ. როცა მოსაღამოვდა და უკან დაბრუნება გადაწყვიტეს, გაანალიზეს, რომ სულ სხვაგან იყვნენ და გზა აებნათ. ეს ცოტა ცუდი იყო იმ მხრივ, რომ არასწორი გზით თუ წავიდოდნენ, ფორტენის ტყეში შეიძლებოდა თავის ამოყოფა. მაგრამ გზის გაკვლევამდე ანა რაღაცამ შეაყოვნა.

"ჩუმად!" - ხმადაბლა უთხრა მან ლუკასს; "აქ ვიღაც არის."


-გამარჯობათ _ არსაიდან ფრენით გამოჩნდა ვიღაც უცნობი, რომლის დანახვაზეც ანამაც და ლუკასმაც ხმამაღლა იყვირეს.

-ვინ ჯანდაბა ხარ?

-მე გეონილი ვარ, ვიცი ვინც ხართ და შემიძლია, დაგეხმაროთ. 

-დახმარება ნამდვილად არ გვაწყენდა მაგრამ შენ რატომ არ გადასცემ ჩვენს თავს განსჯელს, ნუთუ ჯილდო გკიდია?

-თქვენ წარმოიდგინეთ, კი. მე არ ვინტერესდები ფულით, მე ვინტერესდები მეგობრული ადამიანებით. სწორედ ეს მინდა თქვენგან - მეგობრობა, სხვა არაფერი.

მაოხრებლებიWhere stories live. Discover now