ეშმაკის მახვილი

20 3 9
                                    

-ცხენები სად არიან?
-უბრალოდ მომყევი და ნახავ.

ეს ორი უკანმოუხედავად გარბოდა მაშინ, როცა გეონილის დაჯგუფება მთის ეშმაკს უმკლავდებოდა.

-კარგად ხარ, გეონილ?

-კი, ამას ვერაფერს ვუზამთ, ჯობს გავიქცეთ. გესმის მორგან?!

-კი, მაგრამ ყველანი ვერ გავასწრებთ, ადვილად დაგვეწევა.

-მაშინ მარტო მე და შენ გავიქცეთ.

-რას ამბობ, სრულ ჭკუაზე ხარ?

-ჩემი ბრძანება შეასრულე! წავიდეთ.

მართლაც, ამ ორმა ყველა მიატოვა და სასიკვდილოდ გაწირა. ანა და ლუკასი უკვე ცოტა ხნის წინ ტყეში დაბმულ ცხენებზე ისხდნენ და მიაჭენებდნენ.

-ანა მისმინე, რაღაც ვნახე...

-რა ნახე?

-რაღაც შავი არსება, შავ სამოსში, უსახო.

ანა მომაკვდავად დადუმდა, სახეზე მკვდრის ფერი დაედო. ცოტა ხანი უსიტყვოდ უყურებდა გზას, სახლში როცა დაბრუნდნენ ანა მაშინაც დუმდა.

-რამე მოხდა? არ აპირებ ახსნას?
-იცი ეს რას ნიშნავს? - შეშინებული ხმით თქვა მან.
-რა, ის უსახო რაღაც?.. არა, რა თქმა უნდა.
-ის იყო მთის ეშმაკი, რაც იმას ნიშნავს, რომ იქ სულ სხვა არსებამ მოგვაკითხა...
-საიდან მოიტანე, გაქრობა თუ შეუძლია მალევე ჩვენც მოგვაკითხავდა და შეიძლება ახლაც მოგვაკითხოს, ასე არაა?
-მან შენ არ მოგაკითხა სულელო, ის შენ გამოგეცხადა! მაგრამ შენთან ლაპარაკი რატომ უნდოდა. რამე გითხრა?
-კი, მითხრა რომ შენს გადასარჩენად მსხვერპლი უნდა გამეღო.
-ხმალი! - თვალები გაუფართოვდა მას, - მას ხმალი უნდა!
-რა? მაშინ გეონილს რატომ ებრძვის.
-რით ვერ გაიგე ის არ არის მთის ეშმაკი! ის მისი მსახურია. უბრალოდ მეომარი მსახური.
-მაინც ვერ გავიგე, რა შუაშია გეონილი.
-გეონილიც ერთ-ერთი მათგანია, ვისაც ხმლით ძალაუფლების მოპოვება უნდა.
-ანუ ჩვენ ძალაუფლება გვაქვს?
-მისმინე, ეს ხმალი არის საკმაოდ ძლიერი, მაგრამ ძალაუფლება უფრო მის ფასშია, რადგანაც მთის ეშმაკი ამ ხმლისთვის ყველაფერს გაიღებს. თუმცა ჩვენ ეს ხმალი უნდა დავიცვათ, იმიტომ, რომ... უბრალოდ დამიჯერე, ჩვენ ის არ უნდა გავწიროთ, თუ გავწირავთ მისი მსახური დემონები, დაცემული ანგელოზები და ქვესკნელის მსახურები - ყველა კონტროლს დაკარგავს, რაც მათ გააძლიერებს და ჩვენი ოდესღაც დიდებული ნაციები სისხლით მოირწყვება.
-კარგი, თავი მეტკინა ამდენი ფიქრით, ჯობს დავიძინოთ.
-მოიცა, შენ აქ დარჩენას აპირებ?
-არა?
-არა. მოვკვდებით.
-კარგი, მაშინ საით-
-მოგესალმებით მეგობრებო! - თქვა ვიღაცამ ცაში ელვისებრად მჭექარე ხმით.
-ჰატსე?! წამოდი.
-რა?! არა. მე ამ ტიპთან ახლოს მისვლას არ ვაპირებ.
-ანა, ჩემო ძველო მეგობარო! როგორ მომენატრე! -თქვა გიგანტმა ჰატსემ, დაიხარა. ანამ თითზე ხელი მიადო.
-მეც, ძალიან. - გაუღიმა.
-არ აპირებ მითხრა ვინ არის?
-მე ჰატსე ვარ, პლანეტის მეორე შემქმნელად შეგიძლიათ ჩამთვალოთ.
-შენ რა, ამას ემეგობრები და გეონილს გაურბიხარ?!
-საქმე ასეც არ არის, ლუკას. მას არ აქვს უფლება ბრძოლებში ჩაერიოს. ისევე უყვარს გეონილი, როგორც მე.
-ვის? მე? არა ჩემო გოგონა, ასე არ არის. შენ განსაკუთრებული ხარ ჩემთვის.
-ვაიმე, მადლობა... დიდი პატივია შენი მსახურისთვის ასეთი სიტყვები!
-კარგი, ნუ მაწითლებ!
-ჰატსე!
-უი... მგონი ჩემი "ძამიკო" მეძახის. ჯობს, ჩქარა შეგატყობინოთ რისთვის მოვედი. მოკლედ, ჩვენს სამყაროში არის ქალთევზა, დიახ სწორად გესმით. სხვათაშორის, საკმაოდ უცნაური: კუდით სიარული შეუძლია და რაღაც ჩანგლების მანიპულაცია შეუძლია.
-ჩანგლების?.. - ერთხმად იკითხეს ანამ და ლუკასმა.
-ხო, მგონი?.. ა, უი... გამახსენდა... სამკაპა ვიგულისხმე.
-ჰატსე, ბოდიში მაგრამ... ბევრს ლაპარაკობ და მგონი გეჩქარებოდა...
-ხო, მოკლედ ქვესკნელში ჩასახლდა და იმ არეალში ვინც გაივლის, უკან არ ბრუნდება. გთხოვთ, მიიღოთ ეს შემოთავაზება ჩემგან, მოკლათ იგი, მომიტანოთ მისი ფარფლი და სანაცვლოდ დაგაჯილდოვებთ! და ხო, ავსტეპორს არაფერი უთხრათ!

მაოხრებლებიWhere stories live. Discover now