ჯილდო

13 2 20
                                    

-შენ... მე გადამარჩინე...
-ჰო, კიდევ ერთხელ - თავი გაიქნია მან.
ლუკასი ანასკენ ახლოს სახეგაყინული მივიდა და ჩაეხუტა.
-მოიცა, რა...შეგიძლია გაიწიო, კარგი... ჯანდაბას...
მანაც ხელები უხერხულად და მორიდებულად მოახვია ლუკასს.
-შენ საუკეთესო მეგობარი ხარ! - ლუკასი ცრემლებს ვერ იკავებდა.
-გმადლობ, შენც... - და ჩურჩულით მიაყოლა - ალბათ...
ფარფლი ქალთევზას მოაფხიკეს, თვითონაც ეზიზღებოდათ ეს პროცესი, მაგრამ იმ მომენტისთვის ყველაფერზე უნდა წასულიყვნენ. როდესაც დაასრულეს, შენიშნეს, რომ ძალიან შორიდან მრავალრიცხვოვანი ქვესკნელის არმია მოდიოდა.

-ვხედავ, ქალთევზა არ ყოფილა ერთადერთი ძუკნა.

ანამ ჯიბიდან პურის ნაჭერი ამოიღო და მადიანად ჩაკბიჩა. ლუკასი გამოფხიზლდა, ცრემლები მოიწმინდა და ხმალი ისევ ხელში დაიკავა.

-ამათ დახოცვას ვაპირებთ?

-შეინახე ეგ ხმალი. გავიქცეთ.

ანა კარგ ხასიათზე იყო, ისე ლაპარაკობდა თითქოს არაფერი ანაღვლებდა და რაღაც შინაგანი პოზიტივი ამშვიდებდა. ლუკასი აღარ აპირებდა რამის კითხვას, თითომ თითო ნაჭრის ტომარა მოიკიდა, ხმლები აიღეს და გაიქცნენ. ლუკასი თან სირბილისას ქშინავდა, თან ლაპარაკობდა:

-არ ჯობდა ეს ტომრები დაგვეტოვა?

-რატომ, რა იცი რა შეგვემთხვას, წამალი და საჭმელი არ დაგვჭირდება?

ლუკასმა თანხმობის ნიშნად პასუხი არ გასცა. შუა გზაზე ლუკასმა ანას ხელი ჩაჰკიდა და ზედმეტად მოულოდნელად შეაჩერა.

-რას აკეთებ?! - იყვირა მოულოდნელი პანიკისგან ანერვიულებულმა ანამ.

-რატომ გავექეცით? შეგვეძლო მოგვეკლა და გაგვეგო რა ხდებოდა.

-არა, ეგ ჩვენი საქმე არ არის. ჩვენი საქმე ჩვენივე მომავალია, ჩვენი გადარჩენა და არა სხვების.

ანამ ამოისუნთქა, ნელ-ნელა დაწყნარდა და გაბრაზებამ გაუარა. ისევ დადუმდა ლუკასი და ისევ გააგრძელეს გზა, ოღონდ ახლა უკვე მშვიდად და ნელი სვლით.

მაოხრებლებიWhere stories live. Discover now