✨რა ემართება მდივან კიმს✨

1.4K 76 51
                                    

-როგორი სიმპატიურია- შიგნით მყოფი ადამიანების უმრავლესობა თვალს აყოლებს ზოგი კი ჩურჩულებს წინ მოსიარულე ბიჭის შესახებ, რომელიც შავ კოსტუმში და გრძელი თმით მთავარ  ოფისისკენ მიემართება ჩქარი ნაბიჯებით....

-გამარჯობა ბატონო- ვიღაც ქალი ჩერდება საბუთებით ხელში და მას ესალმება, თავს უხრის

-სასწრაფოდ მდივან კიმს დაუკავშირდით- შემდეგ კი დიდ უზარმაზარ კარებს აღებს და შიგნით შედის,  კარებს გაღიზიანებული აღებს და ხმაურს იწვევს, ხოლო შიგნით მჯდომი ადამიანები შეშფოთებული აკვირდებიან მას

-ბატონო როდის დავიწყებთ შეხვედრას? ჩემი აზრით უკვე ზედმეტად გადავაცილეთ, ამის გარდა სხვა შეხვედრებიც გვაქვს როგორც თქვნ ისე ჩვენ- ერთერთი კაცი გამოდის სიტყვაზე, შემდეგ კი ვიღაც ლურჯ კოსტუმში ჩაცმული კაცი ჩქარი ნაბიჯებით მიემართება მისკენ

-ბატონო თქვენი მდივანი არსად არ ჩანს, სჯობს მის გარეშე დავიწყოთ შეხვედრა- მას ყურთან უჩურჩულებს, ბიჭი კი სიტყვის უთქმელად, მაგიდის თავში მის ადგილას ინაცვლებს

-რა დაემართა მდივან კიმს?- თავისთვის სვამს კითხვას და სკამზე ტრიალებს

-ბატონო....-ისევ ის კაცი

-თქვენ შეგიძლიათ დაიწყოთ, გისმენთ...- მბრძანებლური ტონით ეუბნება მათ

-როგორც იცით აქციების ფასი დღითიდღე უფრო ეცემა- ერთერთი კაცი დგება და უზარმაზარ თეთრ დაფასთან მიდის  -და ასე რათქმაუნდა ბიზნესის ჩავარდნის რისკს მატებს- დაფასთან ხელი მიაქვს, -აი ნახეთ მათი პროცენტობა-

-ანუ თქვენ ამბობთ რომ აქციების ფასმა უნდა მოიმატოს?

-დიახ ბატონო, ასე ყველა კმაყოფილი იქნება, არმინდა ცუდად გამომივიდეს მაგრამ, არც ჩვენ და არც კომპანია არ ჩავარდება.- ისევ თავის ადგილს უბრუნდება

-კარგი, საბუთები მომეცით

-ბატონო საბუთები ჩვენ არ გვაქვს.... მდივან კიმს აქვს.- ისევ მასთან მიიწია და ჩუმი ტონით უთხრა

რა დაემართა მდივან კიმს? ✔Where stories live. Discover now