1

516 33 6
                                    

ღამეა, უცნაური ხმები გესმის, მხოლოდ შენ არ გაგღვიძებია, მშობლებსაც არ გამოჰპარვიათ იდილიის დამრღვევი ხმები.

მამიკო ზღაპრის მოყოლას იწყებს, კარგად არ გესმის მისი მონათხრობი, ხმა უკანკალებს და ცდილობს რაც შეიძლება ხმადაბლა ისაუბროს, შენი დაძინება სურს. სურს შენმა პატარა გულმა შიში ვერ იგრძნოს.

ჯერ მხოლოდ თოთხმეტი წლის ხარ მაგრამ მშობლის ამბორი და ზღაპრები დღემდე თან მოგდევს, მამა ოთახის კარებთან დგას, ხელში რაღაც უჭირავს, არ იცი ეს რა არის.

მამიკო თავზე გეფერება, მის სურნელს გრძნობ, უცნაური გრძნობა გეუფლება, თითქოს რაღაცას ემშვიდობები.

თავს აჩვენებ და მათაც გონიათ რომ გძინავს, თვალის გუგასაც კი გიმოწმებენ, მაგრამ მძინარედ თავის მოჩვენება ყოველთვის კარგად გამოგდიოდა.

მამა ომეგა საწოლიდან დგება, უცნაური სიცივე ძვლებამდე აღწევს მაგრამ ოთახში არ ცივა. მამიკო მამას ეხვევა, ერთად ნელა აღებენ კარებს, გესმის ნაბიჯების ხმები, ქვემოთ ჩადიან.

და ყველაზე მტკივნეული ხმა გესმის, იარაღის და სულის გამყინავი კივილის. მეტის მოთმენა არ შეგიძლია, ოთახიდან გადიხარ, გესმის სირბილის ხმები და სახლის კარის ხმა, ისინი წავიდნენ და წაიყოლეს შენი ბედნიერებაც.

გულში გამჭოლ ტკივილს ვერ იცილებდი, ნელი ნაბიჯით უახლოვდებოდი სასტუმრო ოთახს, მამიკოს ოხვრა გესმოდა.

ოთახში რომ შეაბიჯე მაშინ დაიმსხვრა შენი ბავშვობა და ბედნიერი წამები, ხედავდი მამა ალფას, მის შელახულ სხეულს რომელიც სისხლში იყო ამოსვრილი და მამიკოს რომელიც შენ გიმზერდა, თვალები და ლოყები ცრემლით ჰქონდა სავსე, ხელი ჭრილობაზე ედო, ამან დაგანგრია.

ვერ ამჩნევდი მაგრამ შენი თვალები ჩანჩქერი გამხდარიყო, ცრემლის ჩანჩქერი. ომეგას მიუახლოვდი, მისი თავი ფეხებში ჩაიდე, მწარე რეალობა შენს თვალწინ იდგა, იცოდი ვერაფერს შეცვლიდი, მხოლოდ ის დაგრჩენოდა გამომშვიდობებოდი მას, გაგეტარებინა ბოლო წამები მასთან, ძალაგამოცლილი სხეული ცდილობდა ბოლოჯერ მაინც შეესუნთქა შენი საამური სურნელი, ყურში გეჩურჩულებოდა მეტის ძალა არ გააჩნდა, იცოდი მას სიკვდილამდე უყვარდი ისევე როგორც შენ ის.

Reflections~jikook~[წერის პროცესში]Where stories live. Discover now