2

212 28 5
                                    


დეპრესიაში არ ჩავარდნილხარ, გრძნობდი როგორ ტოვებდა შენს სხეულს გრძნობები, არაფრის გაკეთება შეგეძლო და არც აპირებდი, თოთხმეტი წლის იყავი, მთავარი იყო როგორმე თავი გადაგერჩინა ამ სასტიკ სამყაროში.

მთელი სახლი გადაქექე, ფულს ეძებდი რომელიც ასე ძალიან გჭირდებოდა, მაგრამ ხელში სხვა რამ შეგრჩა.

ეს რაღაც ქვითარი იყო, მთლიანად რომ ჩაიკითხე თვალები გაგიშტერდა, ჩეკის ბოლოში მილიონობით თანხა იყო მითითებული, ახლა უკვე იცოდი მათი სიკვდილის მიზეზი. არც უტვინო იყავი და არც სულელი, ფეხზე წამოდექი, მამას სეიფი გამოაღე, მთლიან საცავში მხოლოდ რამდენიმე ასეული დოლარი იდო, სეიფი კარგად ჩაკეტე ოთახი დატოვე და საწოლში ფრთხილად ჩაწექი.

არაფრის მთქმელი მდუმარება დაპატრონებოდა მთელ სახლს, თავი მამიკოს ბალიშში ჩარგე ჯერ კიდევ არ გამქრალიყო მისი სურნელი, გინდოდა სამუდამოდ დაგემახსოვრებინა ის.

არ ყოფილა სუიციდის მცდელობა, არც საკუთარი თავისთვის რამის დაშავების სურვილი, უბრალოდ გინდოდა უსასრულობაში ჩაკარგულიყავი და ყველასგან შორს, შენს წარმოდგენებში გადაკარგულიყავი.

ვინმეს რომ რამე არ ეეჭვა ორშაბათს ჩვეულებრივად გამოცხადდი სკოლაში, დიდად არც არავინ გაქცევდა ყურადღებას, ეს გიხაროდა, არ გჭირდებოდა სხვა ადამიანი შენს ცხოვრებაში.

მარტოობაში გადიოდა დღეები, კვირეები, თვეები. ეს რაღაც მხრივ კარგი იყო და რაღაც მხრივ ცუდიც, ამაზე ფიქრი არ გინდოდა, თავს აჯერებდი რომ არავინ გჭირდებოდა გვერდით.

***

თხუთმეტი წლის ჯიმინი ერთ ლამაზ ომეგას შეხვდა, პაკს ეს უნდოდა თუ არა მაინც ბევრი ისაუბრეს, ნალა ხალისიანი, მხიარული და მოუსვენარი ქალი იყო, ასაკს ვერ შეატყობდით, ჯიმინს აიძულა მოეყოლა მისი ამბები, პაკმა ბევრი იბორძიკა მაგრამ ბოლოს მაინც გაანდო ნალას მისი გულის ნადები. ომეგას დიდი დრო არ დაუკარგავს, მოჰკიდა ჯიმინს ხელი და ნებით თუ უნებლიეთ წაათრია მის უზარმაზარ სახლში, ასე იშოვა ჯიმინმა პირველი სამსახური. დილით უთენია იღვიძებდა, მათ სახლს ალაგებდა და შემდეგ სკოლაში მიდიოდა, ომეგას არც ამ რუტინისთვს ფეხის აწყობა გასჭირვებია.

Reflections~jikook~[წერის პროცესში]Where stories live. Discover now