Dreams 🔥♥️

1.9K 98 13
                                    

რჩევა: თან მოუსმინეთ სიმღერას❤️

...
სიმართლე, რომ გითხრათ სიზმარში ბიჭი არასდროს მინახავს, ეს პირველი იყო და ისიც ჯონგუკი.
სიზმარი: "ბიჭებთან ერთად ვიყავი, ტბის პირას სახლში. კოცონის გარშემო ვისხედით, ბიჭები მღეროდნენ, გიტარაზე უკრავდნენ და დროს მხიარულად ვატარებდით. ჯონგუკს თეთრი მაისური, შავი კაპიუშონიანი ქურთუკი, შავი სპორტული შარვალი და ბოტასები ეცვა. უკვე გვიანი იყო დასაძინებლად, რომ წავედით. ჩემს ოთახში შევედი, ტანსაცმლს ვიხდიდი ჯონგუკი, რომ შემოვიდა. საყვარლად გამიღიმა, ჩემთან მოვიდა და წელზე მომხვია ხელები. მე სახეზე ვეფერებოდი, მთელი ძალით ჩამეხუტა და თავი ჩემს ყელში ჩამალა. ხელები კისერზე მოვხვიე და ლოყაზე ვაკოცე. მხარზე ნაზად მაკოცა და თავი წამოწია.
JK: ჩემო პრინცესა._ღიმილით მითხრა და ბაგეებზე ნაზად მაკოცა."
აი აქ გამომეღვიძა გაოფლილს. საწოლზე ვიჯექი და ვერ ვიჯერებდი იმას რაც ვნახე, მგონი საბოლოოდ გავაფრინე. სააბაზანოში გავედი და სახეზე წყალი შევისხი.
M: ეს რანაირი სიზმარი იყო, სიზმარშიც კი არ მასვენებს ეს ბიჭი🤦🏻‍♀️.
საწოლში ჩავწექი მაგრამ ვეღარ დავიძინე. ჩემოდნები მქონდა ამოსალაგებელი ამიტომ, სიმღერები ჩავრთე და დალაგებას შევუდექი. ერთი მთლიანი ოთახი იყო გარდერობისთვის დათმობილი. უკვე თენდებოდა, რომ მოვრჩი და აბაზანაში შევედი. წყალი გადავივლე და სამსახურში წასასვლელად დავიწყე გამზადება. სამაჯურების ყუთიც ავიღე და სამსახურში წავედი.
გზად ყავა ვიყიდე და სამსახურში მივედი. ლიფტს ველოდებოდი ჯიმინი და ჯონგუკი, რომ მოვიდნენ. ბაჭია დავინახე თუ არა ადგილზე გავშეშდი და გაშტერებული ვუყურებდი, ისიც იგივე მდგომარეობაში იყო, რამდენჯერმე ამათვალიერა კიდეც.

JK's POV:
დილით, რომ გავიღვიძე თავი ისევ სიზმარში მეგონა. ბიჭები, მე და მია ტბის პირას ვიყავით სახლში და ვერთობოდით. მია გვერდით მეჯდა და ღიმილით მიყურებდა. შავი ჰუდი და დახეული ჯინსი ეცვა. დასაძინებლად, რომ წავიდა ცოტახანი ბიჭებს ველაპარაკე შემდეგ კი მეც სახლში შევედი. მია დასაწოლად ემზადებოდა, გამიღიმა და ჰუდი გაიხადა. მასთან მივედი და მთელი ძალით ჩავეხუტე, ვგიჟდები მის სურნელზე ოღონდ რეალობაშიც, მხოლოდ სიზმარში არა. მხარზე ვაკოცე და თავი წამოვწიე, საყვარლად მიღიმოდა და სახეზე მეფერებოდა.
JK: ჩემო პრინცესა,_ღიმილით ვუთხარი და ნაზი ტუჩები დავუკოცნე.
ასეთი რეალური სიზმარი არასდროს მინახავს. საწოლზე ვიჯექი და ღიმილით ვიხსენებდი სიზმარს. წყალი გადავივლე და ტანსაცმლის ჩაცმა დავიწყე. თეთრი მაისური, შავი ქუდიანი ქურთუკი, შავი სპორტული შარვალი და ბოტასები ჩავიცვი. ჩანთა ავიღე და ქვემოთ ჩავედი, ბიჭებს უკვე ეღვიძათ, შუგას და თეჰიონის გარდა. ჰობიმ ბლუთუზ დინამიკი აიღო, ბოლო ხმაზე ჩართო FIRE და ცეკვა-ცეკვით შუგას ოთახისკენ გაეშურა. რამდენიმე წამში კი შუგას შეწუხებული გინების ხმა მოგვესმა, ამაზე ყველას სიცილი აგვიტყდა😁.
ლოდინი მეზარებოდა, ამიტომ მე და ჯიმინი ადრე წავედით. კომპანიაში მივედით, ლიფტთან მია დაგვხვდა, რომელსაც ზუსტად ის ტანსაცმელი ეცვა, რაც სიზმარში. გაკვირვებული ვიყავი, ისიც აშკარად იგივე მდგომარეობაში იყო. მაგრამ ჩემი ყურადღება მისმა თვალებმა მიიპყრო, ეტყობოდა, რომ დაღლილი იყო. გავუღიმე და მასთან მივედით.
JM: როგორ ხარ?
ასეთი ლამაზი თვალები როგორ აქვს?
M: კარგად, თქვენ როგორ ხართ?
JM: შუგას გინებას მოვუსმინეთ და კომპანიაში წამოვედით._სიცილით თქვა ჯიმინშიმ და მიაც აიყოლია.
ლოფტიდან გამოვედით, მია თავისი კაბინეტისკენ წავიდა, ჩვენ კი სარეპეტიციო დარბაზისკენ.
გულმა ვეღარ მომითმინა, ჩანთა დარბაზში დავტოვე და მიასთან წავედი.

- ჯონგუკის პრინცესა!🖤♥️Where stories live. Discover now