🔥 Little Drama🔥

1.2K 76 21
                                    

ტატუს გაკეთების შემდეგ ჯონგუკი მეცხრე ცაზე იყო სიხარულისგან.
მართლა არ მეგონა ასე ძალიან თუ გაუხარდებოდა.
წვიმამ გადაიღო, მშვიდად მივსეირნობდით ქუჩაში და ვსაუბრობდით.  შემდეგ ერთ-ერთ რესტორანში შევედით და გემრიელად მივირთვით.
რესტორნიდან, რომ გამოვედით ჯონგუკმა მხარზე ხელი მომხვია და ისე განაგრძო სიარული. მეც წელზე შემოვხვიე ხელი და საყვარელი მამაკაცის სხეულს მივეხუტე.
სასტუმროში დავბრუნდით,  ჯონგუკს ჩემი ნომრიდან გასვლა არც უფიქრია, რაც ძალიან კარგია😁.
საწოლში ვიწექით და ფილმს ვუყურებდით, თან ყავას მივირთმევდით.
ფილმი, რომ დამთავრდა ჯონგუკის ხელი ნაზად შემეხო მუხლზე და თითები ზემოთ ამოაყოლა. უბრალოდ მისი ასეთი შეხებაც კი ჭკუას მაკარგვინებს.
რამდენიმე წუთში შიშველი სხეულებით ვეკროდით ერთმანეთს და გაჩერებას არც ვაპირებდით.

დილით, რომ გავიღვიძე ჯონგუკი საწოლში არ დამხვდა.
ალბათ დაურეკეს და წავიდა, ჩემთვის ამოვთქვი და საწოლიდან ავდექი.
წყალი გადავივლე, ტანსაცმელი ჩავიცვი და ბიჭებს მივწერე.
M: სად ხართ?
V: წამოდი ვისაუზმოთ და მერე რეპეტიცია გვაქვს.
M: ქვემოთ დაგელოდებით✌️.
საჭირო ნივთები ავიღე და პირველ სართულზე ჩავედი, რამდენიმე წუთში ბიჭებიც მოვიდნენ. ჯონგუკიც იქ იყო მაგრამ არც კი შემოუხედავს ჩემთვის, თითქოს თავს მარიდებდა.
კარგი, შეიძლება უხასიათოდაა მია, ზედმეტი რაღაცების გარეშე, ჩემთვის გავიფიქრე და ჯიმინს მივუბრუნდი, საყვარლად გამიღიმა და თავით მიმანიშნა წავედითო.
რესტორანში წავედით, იქაც ჩემგან მოშორებით დაჯდა ჯონგუკი და თვალს ვერ მისწორებდა, უფროსწორად არც კი მიყურებდა.
გული ცუდს მიგრძნობდა უკვე, ვცდილობდი დიდი ყურადღება არ მიმექცია ამისთვის მაგრამ ეს საშინლად რთული იყო.
რესტორნიდან ბიჭები რეპეტიციაზე წავიდნენ, მე გასეირნება გადავწყვიტე და მარტო გავუყევი ქუჩებს. ცუდია ყურსასმენები, რომ არ წამოვიღე.
ცოტახანს ვისეირნე, წიგნების მაღაზიაში რამდენიმე წიგნიც შემომეყიდა და სასტუმროში დავბრუნდი.
თითქმის მთელი დღე სასტუმროს ნომერში გავატარე, უკვე ღამე იყო კლუბში წასვლა, რომ გადავწყვიტე.
გულის გადაყოლება მჭირდებოდა სასწრაფოდ, მთელი დღის განმავლობაში ტვინი გამისკდა იმაზე ფიქრით რა  ჯანდაბა მოუვიდა ჯონგუკს სანამ მე მეძინა, მაგრამ კარგი არაფერი არ მაფიქრდებოდა.
ტანსაცმელი გამოვიცვალე, მაკიაჟი გავიკეთე, გამოვიპრანჭე და იმ კლუბში წასვლა დავაპირე, სადაც ადრე მე და დავითი ვიყავით ნამყოფები.
ნომრიდან გავედი, ზუსტად მაშინ გაიღო ლიფტის კარი და ბიჭები გამოვიდნენ.
რამდენჯერმე ამათვალიერეს და გამიღიმეს, ოვაციებიც მოჰყვა ამ ყველაფერს, ჯონგუკისგან ნული რეაქცია.
H: სად მიდიხარ?_ღიმილით მკითხა, ხელი გამომიწოდა და დამატრიალა.
M: კლუბში, გონება უნდა გავათავისუფლო უაზრო ფიქრებისგან,_ამას ვამბობდი და თან ძალით ვიღიმოდი.
JM: მეც მინდა კლუბში, შეიძლება წამოვიდე?
M: მენეჯერს ჰკითხე ჯერ, ჩემს გამო არ მინდა პრობლემა შეგექმნას.
JK: პრობლემა..._ჩაიცინა და რაღაცნაირი მზერით შემომხედა, თითქოს რამე დავუშავე.
ეს ხო ჯანმრთელადაა?!
ბიჭებმა გაკვირვებულებმა შეხედეს, შემდეგ კი მე. წარბიც კი არ შემიხრია, აი ზუსტად შენ მოგაშლევინებ ნერვებს რა, მეტი საქმე არ მაქვს.
M: სხვა დროს წავიდეთ ჯიმინ ერთად, კარგი?
JM: დაბრუნდები დღეს?_ეშმაკურად მკითხა და ჯონგუკს გახედა, ჩემი პატარა წიწილაა ეს.
M: არ ვიცი._ღიმილით ვუთხარი და ლიფტში შევედი, ბიჭებს ხელი დავუქნიე და კარიც დაიხურა.
უნდა ვინანო ამ ტატუს გაკეთება? ხელზე დავიხედე და პატარა ინიციალს ცერა თითი გადავატარე.
არა, არავითარ შემთხვევაში. ჯონგუკი ერთადერთია ვინც გულწრფელად შემიყვარდა და ამას არასდროს არ ვინანებ, რაც არ უნდა მოხდეს.
ჯონგუკის ჯიბრზე, უამრავი ფოტო გადავიღე და ინსტაგრამზე გამოვფინე, ვიცოდი, რომ ნახავდა. თვითონ თუ არა ბიჭები მაინც ნახავდნენ.

- ჯონგუკის პრინცესა!🖤♥️Where stories live. Discover now